გიორგი კალატოზის გზა იუთუბერობამდე - დაიჯერე და გახსენი თიბისის ანაბარი

გიორგი კალატოზის გზა იუთუბერობამდე - დაიჯერე და გახსენი თიბისის ანაბარი

პირველად რომ ქუჩაში გამაჩერეს და მითხრეს, რა მაგარ რამეს აკეთებო, მაშინ მივხვდი, რომ იუთუბერი ვარ – ესაა ჩემი რეგალია.

აქამდე მოსვლა მარტივი არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ამ გრძელ გზაზე ოდესღაც გაჩერებასაც ვაპირებდი, გულის სიღრმეში სულ ვიცოდი, რომ რისიც გჯერა, შეუძლებელია არ გამოგივიდეს.

პირველი ნაბიჯები

სანამ იუთუბერობას დავიწყებდი, ერთდროულად ორ სამსახურში ვმუშაობდი: ერთგან კომენტატორი ვიყავი, მეორეგან – წამყვანი. მიუხედავად იმისა, რომ კომენტატორობა ჩემი ოცნება იყო, ვგრძნობდი, რომ მეტის გაკეთება შემეძლო.

გულწრფელად რომ ვთქვა, ორ სამსახურში მუშაობით იმ თანხასაც ვერ გამოვიმუშავებდი, რაც მჭირდებოდა. ამიტომ, საკუთარ თავს ვუთხარი, თუ საყვარელი საქმის კეთებით მიღებული შემოსავალი ეს არის, მაშინ მოდი, სხვანაირად დავიგროვებ ამ კაპიტალს – ფინანსურსაც და სოციალურსაც.

მაშინ იუთუბი ასეთი პოპულარული პლატფორმა არ იყო, მაგრამ მაინც მქონდა განცდა, რომ რაღაც უნდა მეცადა. ფინანსური მოგება რომც არ მოეტანა, ამ ნაბიჯის გადადგმა მაინც მიღირდა.

იმ დროს ძალიან ბევრი რამ ვისწავლე: მონტაჟი, კამერასთან მუშაობა… წარმატება ხომ მხოლოდ ცნობადობა ან ფინანსური სარგებლის მიღება არაა?! ზოგჯერ წარმატება ისიცაა, რომ ახალ საქმეს იწყებ და საკუთარ თავს ახალ გარემოში ცდი. მჯერა, რომ სწორედ ამ პროცესში იზრდები როგორც პროფესიონალი და როგორც ადამიანი.

გადაწყვეტილება

იუთუბისთვის მუშაობა რომ დავიწყეთ, სახლი სავსე გვქონდა დეკორაციებით, ტექნიკით… ყველაფერს სახლში ვაკეთებდით. “ ორშაბათობაც” სახლიდან იწერებოდა.

სულ თავიდან ჩვენი მიზანი იყო, რომ ამ საქმეს საკუთარი თავის შენახვა უნდა შესძლებოდა. თუმცა, დასაწყისში, სამსახურიდან წამოსვლას მაინც ვერ ვბედავდით და ხელფასებს ჩვენი ჰობის ინვესტიციად ვიყენებდით.

იყო პერიოდი, როცა ვთქვით, რომ უნდა გავჩერდეთ, არაფერი გამოვა. და სწორედ მაშინ გამოჩნდა კომპანია, რომელმაც ჩვენი დასპონსორება გადაწყვიტა.

ნელ-ნელა ეს ჰობი ისეთ საქმიანობად გადაიქცა, რომელიც მართლა თვითმყოფადი შეიძლებოდა გამხდარიყო. ამას ახალი სტუდიაც მოჰყვა, რაც ჩვენთვის სრულიად ახალი ეტაპი და წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი იყო.

დაჯერება

სამსახურიდან ჩემ გარდა სხვაც რომ წამოვიდა, მაგ დროს მივხვდი, რომ ეს ყველაფერი საქმიანობად გადაიქცა – ისეთ საქმიანობად, რომელიც უფრო ჰობია და თან შემოსავლის წყაროც.

ზოგჯერ, მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი თავის იმდენად ძლიერად გჯეროდეს, ეს რწმენა სხვა ადამიანებსაც გადაედოს. უკეთესია, როცა მარტო არ ხარ და გარშემო ისეთი ადამიანები გყავს, ვისაც რაღაც იდეის ზუსტად შენსავით სჯერა.

კომპანიებმაც დაიწყეს დაჯერება, გვიან, მაგრამ მაინც. ზოგადად, კომპანიების წვლილი იუთუბის განვითარებაში დიდია. თანხების გარეშე ვერც ხარისხი დაიდება და მხოლოდ ენთუზიაზმი ოჯახის რჩენასაც ვერ შეძლებს.

ახლა ჩვენი მიზანია, რომ საკუთარი პავილიონი გვქონდეს, სადაც გულის წადილს ბოლომდე ავისრულებთ და კრეატიულ იდეებში არ შევიზღუდებით.

რომ შემეძლოს, 2015 წლის საკუთარ თავს ვეტყოდი, რომ გამოგვივიდა. მიხარია, რომ შედეგის ბოლომდე სჯეროდა და არ დანებდა. სხვებსაც ამას ვეტყოდი: ნუ შეიქმნით ზედმეტის მოლოდინს, დასაწყისში დაივიწყეთ ციფრები, ნუ შეწყვეტთ საყვარელი საქმის კეთებას 1 და 6 თვეში – იმის სათქმელად, რომ იუთუბზე მუშაობა არ გამოგივიდა, ეს დრო საკმარისი არაა.

გააგრძელე იმის კეთება, რაც გიყვარს და რაც მთავარია, გჯეროდეს, რომ რასაც მოინდომებ, აუცილებლად გამოგივა.

გახსენი ანაბარი „ჩემი მიზანი“ თიბისის მობაილბანკით და გადადგი პირველი ნაბიჯი: https://app.tbcbank.ge/YiId/hqe7d2nt

S