Forbes Georgia | მაისი, 2026

Forbes Georgia | მაისი, 2026

◼ ყდაზე: ხედი მწვერვალიდან

გამოჩენიდან 10 წლის თავზე „თიბისი დაზღვევა“ ბაზრის უპირობო ლიდერია, თუმცა დავით კიღურაძისთვის გარდაქმნა აქ არ სრულდება. მიზანი ინდუსტრიის შემდეგი სტანდარტის შექმნაა, ერთდროულად ტექნოლოგიური და ადამიანზე ორიენტირებული დაზღვევის მოდელით.

წაიკითხეთ სრულად

მოსაზრება

დაზღვევის ბაზარი ბანკების ჩრდილქვეშ იზრდება | ავტორი: ეგნატე შამუგია

საქართველოში სადაზღვევო სექტორი უკვე აღარ არის ფინანსური ბაზრის პერიფერიული ნაწილი, თუმცა ჯერ არც სრულფასოვან ალტერნატივად ქცეულა. ბოლო ათწლეულში მისი პენეტრაცია გაორმაგდა, კომპანიების მოგებიანობა გაიზარდა, ანდერრაიტინგის შედეგები გაუმჯობესდა – მაგრამ სექტორის წილი ფინანსურ სისტემაში კვლავ იმდენად მცირეა, რომ მისი ზრდა უფრო პოტენციალის ისტორიას ჰგავს, ვიდრე უკვე დასრულებულ წარმატებას.

რა გავლენა ჰქონდა საქართველოს ეკონომიკაზე ირან-აშშ-ის ომს? | ავტორი: ბესო ნამჩავაძე

2026 წლის 28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყეს. ომმა დიდი გავლენა უკვე მოახდინა მსოფლიო ეკონომიკაზე და მათ შორის, საქართველოსაზეც. პირველი სწრაფი და მნიშვნელოვანი ეფექტი ნავთობის ფასის ზრდა აღმოჩნდა, რამაც საწვავის გაძვირება, ინფლაციის მატება და რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა გამოიწვია.

დემოგრაფიული თავსატეხი: რატომ ვერ გადაჭრის აბორტის შეზღუდვა შობადობის კრიზისს? | ავტორი: მარიამ ბანძელაძე

როდესაც ქვეყნები დემოგრაფიული კრიზისის წინაშე დგებიან, პოლიტიკურ დღის წესრიგში ხშირად ჩნდება კითხვა: ხომ არ არის აბორტზე ხელმისაწვდომობა ის, რაც მოსახლეობის ზრდას აფერხებს? თუმცა მეცნიერული მტკიცებულებები და ისტორიული გაკვეთილები საპირისპიროზე მეტყველებენ: აბორტზე წვდომის შეზღუდვა არაეფექტიანი ინსტრუმენტია დემოგრაფიული მართვისთვის და, ამავდროულად, სახიფათოა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის.

LEADERBOARD

ტოპ-10: ყველაზე მოგებიანი სადაზღვევო კომპანიები | კვლევის ხელმძღვანელი: ეგნატე შამუგია

საქართველოში 2025 წლის მდგომარეობით 19 სადაზღვევო კომპანია ოპერირებდა. გასულ წელს ბაზარი თვალსაჩინოდ გაიზარდა, მოზიდულმა პრემიამ დაახლოებით 1.42 მილიარდი შეადგინა, საიდანაც სექტორის სუფთა მოგება 127.7 მილიონი აღმოჩნდა. წარმოგიდგენთ 2025 წლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით ყველაზე მომგებიანი სადაზღვევო კომპანიების ათეულს.

საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონელი

2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ 1.6 მილიარდი დოლარის ექსპორტი განახორციელა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 74%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ქართული პროდუქციის ჯამური ექსპორტის 70% სწორედ 10 უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფზე მოდის, სადაც პირველ პოზიციას უპრეცედენტო ზრდით ნავთობპროდუქტები იკავებს.

ოქროს შტრიხები

კრიპტოვალუტამ და სასამართლო გადაწყვეტილებებმა ამერიკის მთავარი მილიარდერი მისი თანამდებობაზე დანიშვნის პირველი წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაამდიდრა. დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადამ უკვე დიდი დივიდენდები მოიტანა, მისი ქონება $6.5 მილიარდამდე გაიზარდა.

ანტრეპრენიორები

თქვენი ზარი იწერება – ვინ გისმენთ? | ავტორი: ანტონ კოკაია

კომპანიები წლებია, მომხმარებელთა ზარებს მომსახურების გაუმჯობესებისთვის იწერენ. ირაკლი ბესელიძის Calen AI ამ ჩანაწერებს ბიზნესის მონაცემებად აქცევს. ქართული AI-სტარტაპი, რომელიც დღეს ოთხ კონტინენტზე 140-მდე კლიენტს ემსახურება, ყაზახეთის ბაზარზე შესასვლელად ემზადება.

ტექნოლოგიები

AI-ის შემთხვევითი მმართველი | ავტორი: ნინა ბამბიშევა

დიდი ხნის განმავლობაში ჰეჯ-ფონდის ტრეიდერად აღიარებული მილიარდერი მაიკლ ნოვოგრაცი, რომელიც იღბლიანად გაერია ბიტკოინში, დღეს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა. კრიპტოაქტივებიდან მან უდიდესი ტრანსფორმაცია განახორციელა და Helios-ის მონაცემთა ცენტრით დღეს AI-მანიის ერთ-ერთ მთავარ ენერგეტიკულ საყრდენად იქცა.

პროფილი

პომპტონის კაპიტალისტი | ავტორი: მეტ კრეიგი

ანდრე იანგი ლოს-ანჯელესის ბანდების ძალადობას გადაურჩა და პიონერ ჰიპ-ჰოპ-შემსრულებელ Dr. Dre-დ, და ასევე Death Row Records-ის თანადამფუძნებლად მოგვევლინა. შემდეგ მან გამოუშვა Beats Electronics-ი, რომელიც Apple-ს $3 მილიარდად მიჰყიდა. დღეს ის ჯინის ახალ ბრენდზეა კონცენტრირებული და ტკბება ცხოვრებით ახალი მილიარდერის როლში.

რეიტინგი

მსოფლიოს მილიარდერები | ავტორი: ჩეიზ პეტერსონ-ვითორნი

ბოლო წლის განმავლობაში პლანეტას დღეში დაახლოებით ერთი ახალი მილიარდერი ემატებოდა, რადგან AI-მანიამ, გადახურებულმა ბაზრებმა და მილიარდერთა მხარდამჭერმა ამერიკელმა პრეზიდენტმა ხელი შეუწყო ცხრანულიანთა კლუბის უპრეცედენტო სიმაღლეებზე გაყვანას. წელს მსოფლიოში რეკორდული 3,428 მილიარდერი დაფიქსირდა, ხოლო რეიტინგის სათავეში კვლავ ილონ მასკია.

ტენდენცია

ფრანგული კავშირი | ავტორი: იან მარტინი

პარიზში დაფუძნებულ Mistral-ს სურდა შეექმნა მაღალი დონის AI-ის მოდელი, რომელიც კონკურენციას გაუწევდა OpenAI-სა და Anthropic-ს. ეს არ გამოვიდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ბევრ ადამიანს არ აინტერესებს, AI მოწინავეა თუ არა – მთავარია, რომ ის ამერიკაში ან ჩინეთში არ იყოს შექმნილი. არტურ მენშის ღია კოდის სტრატეგია ევროპული ციფრული სუვერენიტეტისთვის ახალ გარანტად იქცა.

ახალი ბირთვული ეპოქა | ავტორები: კრის ჰელმანი და ფიბი ლიუ

ხელოვნური ინტელექტის მიერ ენერგიაზე მძვინვარე მოთხოვნილებების წყალობით ატომური ენერგია მოულოდნელ აღორძინებას განიცდის, პარალელურად კი ანტრეპრენიორების ახალი ჯგუფი ტრამპის ადმინისტრაციის კეთილგანწყობისა და პროტექციის ძიებაშია. ბევრი მათგანი წარუმატებელი იქნება, მაგრამ დადებითი მხარეები თითქმის შეუზღუდავია.

გამოძიება

განწირული იდეა | ავტორი: ჰენკ ტაკერი

ასობით კერძო კაპიტალის ფირმა ამჟამად კონკურენციის ზღვაში იხრჩობა და ახალი კაპიტალის სამაშველო რგოლების ძიებისას, ისინი პრაქტიკულად უიმედო ინვესტიციების პორტფელებს ეჭიდებიან. PE-ინდუსტრიის ოქროს ხანა, დაბალი საპროცენტო განაკვეთებით დასრულდა და საშუალო დონის ფირმები ნელ-ნელა კერძო კაპიტალის ზომბებად იქცევიან.

პარტნიორის კონტენტი

გადაწყვეტილების ეკონომიკა

 “ლიბერთის” ტრანსფორმაციის პროცესში მაკროეკონომიკისა და კვლევების გუნდი გადაწყვეტილებების მიმართულებას მონაცემებით განსაზღვრავს. ალექსანდრე მეფარიძე, ალექსანდრე ახალაძე და ზურა ახვლედიანი ეკონომიკურ ანალიზს კვლევითი ფუნქციიდან სტრატეგიულ ინფრასტრუქტურად გარდაქმნიან და ბანკის კაპიტალს რეალური ბიზნესსაჭიროებების მიხედვით მიმართავენ.

ნდობაზე დაფუძნებული ზრდა | ავტორი: იზა გვარამაძე

ეთერ ბერიძე-მელიქიშვილის მიერ 2000 წელს, სულ რაღაც $600-ით დაარსებული „ბერმელი“ დღეს 47.1-მილიონიან საკრედიტო პორტფელს ფლობს და მიკროსაფინანსო ბაზრის 2.5%–ს იკავებს. მცირე რეგიონული ორგანიზაციიდან სტაბილურ ფინანსურ ინსტიტუტად გარდაქმნის მთავარი საფუძველი მომხმარებლის უპირობო ნდობა და საოპერაციო ეფექტიანობა აღმოჩნდა.

სამართალი როგორც ბიზნესსტრატეგია | ავტორი: იზი გვარამაძე

„გრანთ თორნთონ საქართველოს“ იურიდიული დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი ზურაბ ახალაძე სამართლებრივ ჩარჩოებს კომერციული განვითარების ინსტრუმენტად აქცევს. გარემოში, სადაც Al-ტექნოლოგიები და სწრაფად ცვალებადი რეგულაციები იურიდიული მომსახურების ტრადიციულ მოდელს სრულად ცვლის, თანამედროვე იურისტი ბიზნესის სტრატეგიულ პარტნიორად გვევლინება.

Forbes Georgia

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი