პარიზში Pullman xChange-ის საერთაშორისო ღონისძიება გაიმართა

პარიზში Pullman xChange-ის საერთაშორისო ღონისძიება გაიმართა

25-26 ივნისს, პარიზში, Pullman Paris Montparnasse-ში Pullman xChange Paris-ი გაიმართა. გასულ წელს დუბაიში წარმატებული დებიუტის შემდეგ, საერთაშორისო ინიციატივა წელს ახალი კონცეფციითThe Source Codeდაბრუნდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მეწარმეებს, კრეატიული ინდუსტრიის, კულტურის სფეროსა და მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემაThe Source Codeიმ უხილავი ფაქტორების სიმბოლური გამოხატულებაა, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობასა და პროფესიულ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. კონცეფცია ყურადღებას ამახვილებს იმ ღირებულებებზე, როგორიცაა გამბედაობა, ცნობისმოყვარეობა, ზრუნვა და შემოქმედებითი ხედვა, რომლებიც ახალი იდეებისა და მნიშვნელოვანი ცვლილებების საფუძველს ქმნის.

Pullman xChange-ის მიზანი ამა თუ იმ სფეროს წარმომადგენლებს შორის ცოდნის, გამოცდილებისა და იდეების გაზიარებისთვის სივრცის შექმნაა. სწორედ ამ იდეას ეფუძნება პლატფორმა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალებს ერთმანეთთან აკავშირებს და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს აჩენს.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ფილანტროპი და ანტრეპრენიორი ფრედერიკ ჟუსეტი, კრეატიული პროდიუსერი და დიზაინერი ჯანფრანკო ჩიკო, სისტემური აზროვნების ექსპერტი ლორა ფრანსუა, CBC-ის ჟურნალისტი და ავტორი სტივენ დ’სოუზა, ასევე ბიზნესისა და კრეატიული ინდუსტრიების სხვა წარმომადგენლები.

ორდღიანი პროგრამა მოიცავდა თემატურ დისკუსიებს, ინტერაქციულ ვორკშოპებს, ნეტვორკინგის სესიებსა და პრესკონფერენციას. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ Accor Group-ისა და House of Beautiful Business-ის დამფუძნებლები. აუდიტორიის წინაშე ასევე წარდგნენ Accor-ის პრემიუმ ბრენდების გლობალური პრეზიდენტი ბენუა რაკლი და Accor-ის Pullman-ის ბრენდის გლობალური ვიცე-პრეზიდენტი, ნატაშა მოჰამედი. მათ ისაუბრეს თანამედროვე მოგზაურის მოლოდინებზე და იმაზე, თუ როგორ იცვლება სასტუმროების როლიგანთავსების სივრციდან მრავალფეროვანი გამოცდილებისა და პროფესიული კავშირების შექმნის პლატფორმამდე.

Pullman xChange-ი House of Beautiful Business-თან პარტნიორობით ჩატარდა. ორგანიზაციის მიზანია ბიზნესში ადამიანური ღირებულებების გაძლიერება და ისეთი სივრცეების შექმნა, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები გამოცდილებას, იდეებსა და ხედვებს ერთმანეთს უზიარებენ.

Pullman- საერთაშორისო სასტუმროების ბრენდია, რომელიც Accor Group-ის პორტფელში შედის. საქართველოში Accor-ის ქსელის სასტუმროებია Pullman Tbilisi Axis Towers, Swissôtel Tbilisi, Mercure Tbilisi Old Town, Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure, ibis Styles Tbilisi Center, ibis Styles Old Tbilisi, ibis Tbilisi Stadium, ibis budget Tbilisi Center, ibis Styles Tbilisi Mziuri Park და ibis Tbilisi City.