საქსტატი: 6 თვეში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ თითქმის $13 მილიარდს მიაღწია

საქსტატი: 6 თვეში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ თითქმის $13 მილიარდს მიაღწია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 12.9 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს 2025 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.8%-ით მეტია.

საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტმა 3.87 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო იმპორტი 9 მილიარდ აშშ დოლარს გადასცდა, რაც 0.7%-იან ზრდას გულისხმობს.

2026 წლის ექვს თვეში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 5.17 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40%-ია.

აღსანიშნავია, რომ უშუალოდ ივნესის თვეში ექსპორტმა 770 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. მაჩვენებელი წლიურ ჭრილში 20.4%-ით გაიზარდა. იმპორტი კი 1.62 მილიარდ აშშ დოლარს აღემატებოდა, რაც 7.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.