2026 წლის ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.7%-ით შემცირდა, ხოლო წლიურად, 2025 წლის ივლისთან შედარებით, 5.1%-ით გაიზარდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თვიურ ჭრილში ფასების ყველაზე მნიშვნელოვანი კლება ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფში დაფიქსირდა. აღნიშნულ ჯგუფში ფასები 3.1%-ით შემცირდა, რამაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე -0.31 პროცენტული პუნქტით იმოქმედა.
სამთო-მოპოვებით მრეწველობასა და კარიერების დამუშავებაში ფასები 2.0%-ით შემცირდა, რამაც ინდექსის ცვლილებაში -0.15 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა. ამავე პერიოდში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 0.3%-ით შემცირდა, რომლის გავლენაც -0.26 პროცენტული პუნქტი იყო.
წლიურ ჭრილში ინდექსის 5.1%-იანი ზრდის მთავარი მამოძრავებელი დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია იყო. ამ ჯგუფში ფასები 5.2%-ით გაიზარდა, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ზრდაზე 4.12 პროცენტული პუნქტით იმოქმედა. ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე – 6.6%-ით, ხოლო ძირითად ლითონებზე – 11.0%-ით.
სამთო-მოპოვებით მრეწველობასა და კარიერების დამუშავებაში ფასები წლიურად 14.4%-ით გაიზარდა, რამაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაში 0.96 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა. ამ ჯგუფში განსაკუთრებით აღსანიშნავია ლითონის მადნების 16.1%-იანი გაძვირება.
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფში ფასები წლიურად 1.7%-ით შემცირდა, რამაც ინდექსის წლიურ ცვლილებაზე -0.18 პროცენტული პუნქტით იმოქმედა.
ამასთან, წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვისა და რეკულტივირების მომსახურების მიმართულებით ფასები 5.7%-ით გაიზარდა, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაში 0.18 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა.












