ფოტო: openforest.co
2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 17.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.4%-იანი ზრდაა.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 5.4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა და წლიურად 22.1%-ით მოიმატა. იმპორტმა 12.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.4%-ით მეტია.
ექსპორტის ზრდის ტემპი იმპორტის ზრდას მნიშვნელოვნად აღემატებოდა, თუმცა საქართველოს საგარეო ვაჭრობის სალდო კვლავ უარყოფითი დარჩა. იანვარ-აგვისტოში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 7.1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.5%-ს უტოლდება.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო ვაჭრობის როგორც ექსპორტში, ისე იმპორტში ყველაზე დიდი წილი მსუბუქ ავტომობილებზე მოდიოდა.
ამავე პერიოდში საგარეო ვაჭრობაში ყველაზე დიდი მოცულობის ბრუნვა თურქეთთან, ჩინეთთან და რუსეთთან დაფიქსირდა. სამ ქვეყანასთან ვაჭრობის ჯამურმა მოცულობამ 6.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
Forbes Georgia, ვებრედაქტორი













