ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, 7.8%-ით გაიზარდა. 2018 წელს 8.7 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო 2019 წელს – 9.4 მილიონი. ყველაზე მეტი (1 526 619) ვიზიტორი აზერბაიჯანიდან შემოვიდა. მეორე ადგილზე რუსეთია 1 471 558 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე სომხეთია 1 365 048 ვიზიტორით. ყველაზე მაღალი ზრდაც აზერბაიჯაბიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან არის.
2019 წელს ტურისტთა რაოდენობა (ანუ ის პირები, ვინც საქართველოში 24 საათზე მეტ ხანს გაჩერდა) 6.8%-ით გაიზარდა. 2018 წელს 4 756 820 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2019 წელს 4 080 478.
ცხრილი: 10 ქვეყანა, საიდანაც 2019 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა
ქვეყანა | 2019 | 2018 | ცვლილება% |
აზერბაიჯანი | 1,526,619 | 1,424,610 | 7.2% |
რუსეთი | 1,471,558 | 1,404,757 | 4.8% |
სომხეთი | 1,365,048 | 1,268,886 | 7.6% |
თურქეთი | 1,156,513 | 1,098,555 | 5.3% |
უკრაინა | 207,667 | 177,058 | 17.3% |
ისრაელი | 205,051 | 156,922 | 30.7% |
ირანი | 141,997 | 291,070 | -51.2% |
ყაზახეთი | 103,611 | 58,955 | 75.7% |
გერმანია | 89,051 | 64,486 | 38.1% |
პოლონეთი | 88,300 | 66,903 | 32.0% |