Rodeo - ტექნიკური პროდაქშენის ახალი ბრენდი Redbow Events-ის ეკოსისტემაში

Rodeo - ტექნიკური პროდაქშენის ახალი ბრენდი Redbow Events-ის ეკოსისტემაში
Redbow, რომელიც საქართველოში ივენთების მენეჯმენტის მიმართულებით 2012 წლიდან ოპერირებს, საკუთარ ეკოსისტემას ახალ შვილობილ ბრენდს, Rodeo-ს, ამატებს. ბრენდი თავდაპირველად კომპანიის შიდა საოპერაციო საჭიროებების საპასუხოდ შეიქმნა, თუმცა ეტაპობრივად ტექნიკური პროდაქშენის დამოუკიდებელ მიმართულებად ჩამოყალიბდა და დღეს ბაზარს ღონისძიებების სრული ტექნიკური უზრუნველყოფისა და შესაბამისი ინვენტარის გაქირავების სერვისებს სთავაზობს. Redbow-ს დამფუძნებელი, ლევან მდინარაძე, Forbes Georgia-სთან ახალი ბრენდის სტრატეგიულ მიზნებზე, ოპერაციულ მოდელსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

 

ავტორი: იზა გვარამაძე

ლევან, როგორ გაჩნდა Rodeo-ს შექმნის იდეა? კონკრეტულად რა გამოწვევებმა გაჩვენათ, რომ ამ მიმართულებას ცალკე ბრენდის სახით განვითარება სჭირდებოდა?

Rodeo-ს შექმნის იდეა Redbow-ს შიდა საოპერაციო საჭიროებიდან განვითარდა. პროექტებზე მუშაობისას ხშირად ვაწყდებოდით იმ ტიპის აპარატურისა და ესთეტიკური ელემენტების ნაკლებობას, რაც თანამედროვე, დახვეწილ ივენთს სჭირდება. თითქოს ბაზარზე ტექნიკური მომწოდებლების ნაკლებობა არ არის, თუმცა რეალობაში ხარისხიანი პროდუქტი და სერვისი კონკრეტული, არასტანდარტული მიმართულებებით მაინც დეფიციტურია.

სწორედ ამ გამოწვევის პასუხად ჩამოვყალიბდით დამოუკიდებელ ბრენდად, რომლის მიზანიც ინდუსტრიისთვის იმ ინვენტარისა და ვიზუალური სტანდარტის მიწოდებაა, რაც ადგილობრივ ბაზარს აქამდე აშკარად აკლდა. ჩვენი კონკურენტული უპირატესობა საოპერაციო ეფექტიანობაშია, დამკვეთს აღარ უწევს რამდენიმე განსხვავებულ ტექნიკურ კონტრაქტორს შორის ნავიგაცია. Rodeo უზრუნველყოფს პროექტის სრულ ტექნიკურ მენეჯმენტს, რაც ნიშნავს, რომ ბაზარს ვთავაზობთ არა უბრალოდ აპარატურის გაქირავებას, არამედ მზა, კომპლექსურ საინჟინრო გადაწყვეტას.

ვისზეა ორიენტირებული Rodeo-ს სერვისები და რამდენად მნიშვნელოვანია სრული ტექნიკური ციკლის ერთ ხელში კონცენტრაცია?

ჩვენი სტრატეგიული ფოკუსი პირველ რიგში B2B-სექტორია – კომპანიები, რომლებიც კორპორაციულ ღონისძიებებს, კონფერენციებს, ფორუმებს, პროდუქტის წარდგენას, გამოფენებსა თუ სხვა ტიპის შეკრებებს გეგმავენ. ბიზნესისთვის რესურსების ოპტიმიზაცია და რისკების მიტიგაცია კრიტიკულია, ფრაგმენტულ მომწოდებლებთან მუშაობა კი კომუნიკაციურ ხარვეზებსა და ფორსმაჟორის ალბათობას ზრდის.

ამასთანავე, Rodeo სრულად არის ადაპტირებული კერძო სექტორისთვისაც. ჩვენ გვაქვს რესურსი და მოქნილობა, მოვემსახუროთ ინდივიდუალურ, კერძო შეკრებებსა და მასშტაბურ წვეულებებს, სადაც დამკვეთს მაღალი ესთეტიკური და ტექნიკური სტანდარტის მიღება სურს.

Rodeo-ს მოდელი ამ პროცესის სრულ კონსოლიდაციას ახდენს. შევქმენით მკაფიოდ სტრუქტურირებული პაკეტები, რომლებიც მორგებულია ნებისმიერი ფორმატისა და მასშტაბის ამოცანაზე, იქნება ეს კორპორაციული კონფერენციის მკაცრი ტექნიკური სტანდარტი, თუ კერძო ღონისძიების დინამიკური განათება და გახმოვანება. დამკვეთს საქმე აქვს ერთ საიმედო პარტნიორთან, რომელიც სრულ პასუხისმგებლობას იღებს საბოლოო შედეგზე.

რა შინაარსი დევს სახელწოდება Rodeo-ს მიღმა და როგორ აისახება ბრენდის არქეტიპი მის საოპერაციო კულტურაზე?

სახელწოდება Rodeo უშუალოდ უკავშირდება იმ ენერგიასა და ოსტატობას, რაც უმართავი ძალის დამორჩილებასა და სიტუაციის სრულ კონტროლს სჭირდება. ივენთების ინდუსტრიაში ტექნიკური პროცესები ხშირად მაღალ რისკებთან ასოცირდება. Rodeo სწორედ იმ პროფესიონალურ სიმტკიცეს განასახიერებს, რომელიც ნებისმიერ გაურკვევლობას მართვად და უნაკლო პროცესად აქცევს.

როგორ ნაწილდება ფუნქციები Rodeo-სა და Redbow-ს შორის და როგორია მათი სინერგია?

Rodeo პოზიციონირებს მოდელით: „ღონისძიებების ტექნიკური პროდაქშენი და გაქირავება Redbow Events-ისგან“. ეს სტრუქტურა Rodeo-ს ანიჭებს ოპერაციულ დამოუკიდებლობას, ხოლო Redbow-ს მრავალწლიანი გამოცდილება და რეპუტაცია უზრუნველყოფს მის მაღალ სანდოობას.

ჩვენს ეკოსისტემაში ფუნქციები მკაფიოდ არის სეგმენტირებული:

  • Redbow Events: ფოკუსირებულია ღონისძიების არქიტექტურაზე, შემოქმედებით კონცეფციასა და სტრატეგიულ დაგეგმვაზე.
  • Rodeo: უზრუნველყოფს მყარ საინჟინრო და ტექნიკურ ბაზას, სცენის კონსტრუქციებს, LED-ეკრანებს, აკუსტიკურ და განათების სისტემებს, მონტაჟსა და ადგილზე ოპერატიულ მხარდაჭერას.
  • ინტეგრირებული მოდელი: ორივე მიმართულების სინერგია დამკვეთს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს სრული მომსახურება პირველადი იდეის გენერირებიდან უნაკლო ტექნიკურ აღსრულებამდე.

ბოლოს, რას გვეტყვით Rodeo-ს სამომავლო გეგმებზე?

Rodeo-ს გაშვება ჩვენთვის მხოლოდ დასაწყისია. Redbow-ს პრინციპი ყოველთვის სიახლეების ძიება და განვითარება იყო. შესაბამისად, გვინდა, რომ Rodeo-ც მუდმივად ფეხს უწყობდეს ტექნოლოგიურ სიახლეებს — ვაახლებდეთ აპარატურას და ბაზარს ღონისძიებების ტექნიკური უზრუნველყოფის თანამედროვე მიდგომებს ვთავაზობდეთ.

Redbow-ს მხრიდან Rodeo-ს სრულ მხარდაჭერას გამოვუცხადებთ, რათა ყოველი ახალი პროექტი კიდევ უფრო ხარისხიანი, მასშტაბური და დახვეწილი იყოს.

S