ეთერ ლიპარტელიანმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტი გადამწყვეტ შეხვედრაში იაპონელ აკარი ომორისთან დამარცხდა.
ლიპარტელიანი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა, 1/2 ფინალამდე სამივე შეხვედრა იპონით მოიგო – მან ურუგვაელი მაია ლეოპოლდი, ბრაზილიელი სარა სოუზა და ხორვატი ანა ვიკტორია პულიზი დაამარცხა. ნახევარფინალში კი, 27 წლის ძიუდოისტმა, ევროპის 2025 წლის ჩემპიონს სეია ბალჰაუსს იუკოთი სძლია. თუმცა გამოსვლების წარმატებული სერია ფინალში, დაძაბულ შეხვედრაში, აკარი ომორისთან დაასრულა.
მოცემული დროისთვის ქართული დელეგაციის ანგარიშზე 2 მედალია. ტურნირის პირველ დღეს ბრინჯაო გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა, რომელმაც 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზე, დღეს კი მონაგარი ვერცხლით ეთერ ლიპარტელიანმა გაზარდა.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი












