ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 97 მლნ ლარი შეადგინა, რაც 8 მლნ ლარით (8.6%-ით) მეტია 2018 წლის სექტემბრის მაჩვენებელზე.
სექტემბერში ბანკების შემოსავლებმა 381 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 301 მლნ ლარი საპროცენტო შემოსავლები, ხოლო 80 მლნ ლარი კი არასაპროცენტო შემოსავლები იყო.
ცხრა თვის ჯამში, იანვარ-სექტემბერში ბანკების მოგება 650 მლნ ლარია, რაც 2018 წლის იანვარ-სექტემბრის მოგებაზე 48 მლნ ლარით (8%-ით) მეტია.
გრაფიკი: კომერციული ბანკების წმინდა მოგება, მლნ ლარებში