რუმინეთი რუსეთს შავ ზღვაში სატვირთო გემის ჩაძირვაში ადანაშაულებს – დაღუპულია ერთი მეზღვაური

რუმინეთი რუსეთს შავ ზღვაში სატვირთო გემის ჩაძირვაში ადანაშაულებს – დაღუპულია ერთი მეზღვაური

ფოტო: Nikolay DOYCHINOV / AFP

რუმინეთში, შავი ზღვის სანაპიროსთან, დრონით განხორციელებული დარტყმის შედეგად სატვირთო გემი ჩაიძირა. ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი კი დაკარგულად მიიჩნევა.

რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა მომხდარში რუსეთი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინაში ომის ფარგლებში NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე თავდასხმებს აძლიერებს.

რუმინეთის საზღვაო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომორის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავმა გემმა Khoryv-მა დახმარების სიგნალი კონსტანცის პორტიდან 13 საზღვაო მილის დაშორებით, რუმინეთის ტერიტორიული წყლების მიღმა გაგზავნა. გემზე უკრაინისა და აზერბაიჯანის 13 მოქალაქე იმყოფებოდა. მაშველებმა წყლიდან ცხრა მეზღვაური გამოიყვანეს, ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს, სამის ძებნა კი გრძელდება.

„ეს რუსეთის მიერ უკრაინაში ომის ფარგლებში ესკალაციის პროცესის ნაწილია“, – განაცხადა პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მოგვიანებით მან დაადასტურა, რომ გემს დრონი დაესხა თავს.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში NATO-ს წევრი რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპიროებთან კომერციულ გემებზე თავდასხმები გახშირდა. გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე შვიდი სატვირთო გემი დაზიანდა ან მოჰყვა თავდასხმის ქვეშ, დაახლოებით 30 მეზღვაური კი დაღუპულად ან დაკარგულად მიიჩნევა.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი