ჩრდ. კორეა Binance-ზე კიბერთავდასხმის შესახებ აშშ-ის ბრალდებას უარყოფს

ჩრდ. კორეა Binance-ზე კიბერთავდასხმის შესახებ აშშ-ის ბრალდებას უარყოფს

ფოტო: Ikaydede via Getty

 

ჩრდილოეთ კორეამ „აბსურდული“ უწოდა აშშ-ის ბრალდებებს, თითქოს სწორედ ის იდგა Binance-ის პლატფორმაზე განხორციელებული $6.3 მილიარდის ღირებულების კრიპტოვალუტების ქურდობის უკან.

შეგახსენებთ, გასულ კვირას Binance-ზე მასშტაბური კიბერთავდასხმა განახორციელეს, რომლის ფარგლებშიც საფრთხე $6.3 მილიარდის მოცულობის კრიპტოაქტივებს შეექმნა.

კრიპტობირჟის უსაფრთხოების სტანდარტებითი შეშფოთებულმა მომხმარებლებმა Binance-დან ჯამში $4.72 მილიარდი გაიტანეს, კომპანია კი კაპიტალის გადინების შესაჩერებლად და ახალი მომხმარებლების მოსაზიდად მასშტაბურ კამპანიას ახორციელებს.

ცნობისთვის, მომხდარიდან მალევე აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) განაცხადა, რომ $6.3 მილიარდზე მეტი ღირებულების კრიპტოაქტივების ქურდობაზე პასუხისმგებლობა ჩრდილოეთ კორეას ეკისრებოდა, რადგან აღნიშნული ქურდობა სწორედ ჩრდილოკორეელი ჰაკერების მიერ წარსულში განხორციელებული კიბერშეტევების ხელწერას ჰგავდა.

სამშაბათს, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ს ცნობით, ჩრდილოეთ კორეის მეთაურის, კიმ ჩენ ინის დამ, კიმ იო ჩენმა განაცხადა, რომ აშშ-ის ბრალდებები ვაშინგტონის მხრიდან ფხენიანის მიმართ კვლავ არსებულ მტრულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს.

„FBI ცდილობს, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა „კიბერდანაშაულებრივ სახელმწიფოდ“ მონათლოს. ისინი ამტკიცებენ, თითქოს მოიპოვეს ინფორმაცია, რომ ინციდენტში ჩართული იყო ჰაკერული ორგანიზაცია, რომელსაც კსდრ „უჭერს მხარს. თუმცა აშშ-ის ეს განცხადება მხოლოდ აბსურდული რიტორიკაა და მასში არაფერია ახალი. აშშ-ს საერთაშორისო საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ჩადენილ ყველა კიბერდანაშაულს ჩვენ გვაბრალებს. ეს კსდრ-ის წინააღმდეგ მიმართული მძიმე პოლიტიკური პროვოკაციაა“ – განაცხადა კიმ იო ჩენმა.

კიბერუსაფრთხოების ექსპერტების თქმით, ჩრდილოკორეელი ჰაკერები მსოფლიოში კრიპტოვალუტების ქურდობებს ყველაზე ეფექტიანად ახორციელებენ. მოპარული სახსრები კი ქვეყანას ბირთვული იარაღისა და ისეთი ბალისტიკური რაკეტების შექმნის დაფინანსებაში ეხმარება, რომლებსაც აშშ-ის ტერიტორიამდე მიღწევა შეუძლია.

ბლოკჩეინ-ანალიტიკური კომპანია Elliptic-ის შეფასებით, მიმდინარე წელს ჩრდილოეთ კორეამ $7.6 მილიარდის ღირებულების კრიპტოვალუტა მოიპარა, რაც ნებისმიერ წინა წელთან შედარებით უფრო მაღალი მაჩვენებელია.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.