ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საგარეო ვალის გადახდის განახლებული გრაფიკი გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის 31 მარტის მდგომარეობით, დაუყონებლივ გადასახდელი თანხა 1 145 მლნ დოლარს შეადგენდა (აქედან 550 მლნ დოლარი საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული უცხოური დეპოზიტებია, რომელიც რეალურად დაუყონებლივ გადასახდელი არ არის).
მე-3 კვარტალში (ივლისი-სექტემბერი) 1 142 მლნ დოლარის საგარეო ვალია დასაფარი. წლის ბოლომდე, მე-3 და მე-4 კვარტალში კი ჯამში 2 080 მლნ დოლარის საგარეო ვალის გადახდაა საჭირო. აქედან უმეტესი ნაწილი (88%) კერძო სექტორის საგარეო ვალია.
2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი 17.8 მილიარდი დოლარია.
ცხრილი: საქართველოს საგარეო ვალის გადახდის გრაფიკი 2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მლნ დოლარებში
| გადასახდელი ერთ წელიწადში ან ნაკლებ დროში | ერთიდან ორ წლამდე | |||||
დაუყონებლივ | 2019 2კვ. | 2019 3კვ. | 2019 4კვ. | 2020 1კვ. | 2020 2- 3კვ. | 2020 4 – 2021 1 | |
სამთავრობო სექტორი | 33 | 116 | 130 | 111 | 103 | 207 | 215 |
ეროვნული ბანკი | 8 | 2 | 2 | 2 | 2 | 3 | 3 |
ბანკები | 551 | 407 | 419 | 243 | 243 | 534 | 282 |
სხვა სექტორები | 256 | 451 | 440 | 442 | 432 | 417 | 370 |
პირდაპირი ინვესტიციები: კომპანიათაშორისი სესხები | 297 | 153 | 152 | 141 | 148 | 233 | 238 |
საგარეო ვალის მომსახურება სულ | 1,145 | 1,128 | 1,142 | 938 | 928 | 1,395 | 1,108 |
წყარო: ეროვნული ბანკი