მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 344 მლნ ლარით გაიზარდა. დოლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 28 მლნ-ით შემცირდა, მაგრამ ოქტომბერში ლარის კურსის გაუფასურების გამო, ლარში გამოსახული საგარეო ვალი 347 მლნ ლარით გაიზარდა. ოქტომბერში საშინაო სახელმწიფო ვალი 3 მლნ ლარით შემცირდა.
2017 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფო ვალი 16.5 მილიარდი ლარი იყო, 2018 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით კი მილიარდი ლარით მეტი, 17.5 მილიარდი ლარია. აქედან, საგარეო სახელმწიფო ვალი 13.8 მილიარდი ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 3.7 მილიარდი ლარია.
საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალის 72% საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის. მათ შორის, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 5 მილიარდი ლარი მსოფლიო ბანკის მიმართ აქვს. ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 738 მლნ ლარი გერმანიის მიმართ აქვს, შემდეგ მოდის იაპონია 566 მლნ ლარით.
საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 44.3%-ია. 2017 წლის ბოლოს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 44.7%, ხოლო 2012 წლის ბოლოს 32.6% იყო.
გრაფიკი: საქართველოს სახელმწიფო ვალი