მთელი საქართველოს ბანკმა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული პროექტები შეაჯამა და განათლების მიმართულებით ახალი საქვეყნო პროექტის დაწყების შესახებ განაცხადა. პროექტი საქართველოს 20-მდე რეგიონალურ კლასტერში ინგლისური ენის გავრცელების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მთელი საქართველოს მასშტაბით მოსწავლეებს და მასწავლებლებს ინგლისური ენის შესწავლის შესაძლებლობა მიეცემათ. განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის, როგორც სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, მნიშვნელოვან და უცვლელ პრიორიტეტად რჩება. საქართველოს ბანკი წლებია კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მხარს უჭერს საგანმანათლებლო პროექტებს ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამისა და ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის განხორციელებით, რომლის ფარგლებშიც ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ განათლება დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. საქართველოს ბანკი ასევე გასცემს გრანტებს საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. საქართველოს ბანკის მიერ 3 402 196 ლარით დაფინანსებულია 509 სტუდენტი საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ.
“კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ქვეყნის წამყვანი ბანკისათვის მნიშვნელოვანია განათლების ხელშეწყობა. ამაზე მეტყველებს ახალი ინიციატივაც და უკვე განხორციელებული პროექტებიც. მაგალითისთვის, საქართველოსა და მსოფლიოში არაორდინარული, საინტერესო, შთამაგონებელი იდეების გავრცელებისა და განათლების ხელშეწყობის მიზნით მეექვსე წელია ბანკი TEDx თბილისის მხარდამჭერია. ბანკი ასევე ზრუნავს ეკოლოგიაზე და ყოველწლიურად მხარს უჭერს 10 დაცული ტერიტორიის მოვლა-შენარჩუნებას Caucasus Nature Fund -თან ერთად. გარემოზე ზიანის შესამცირებლად, კომპანიის ოფისში განთავსებული მწვანე ყუთების საშუალებით, გროვდება და მუშავდება მაკულატურა. საქართველოს ბანკმა ეკოლოგიის მიმართულებით – 1 726 912 ლარი გამოყო. ბანკი ხელს უწყობს სოციალური საწარმოების შექმნა/განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, 2016 წლიდან 2018 წლამდე გამოცხადებული სოციალური მეწარმეობის კონკურსის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საერთო ჯამში 400 000 ლარით 10 სოციალური საწარმოს პროექტი დაფინანსდა ლაგოდეხში, წნორში, ნუკრიანში, საგურამოში, კასპში, გარიყულაში, ბათუმსა და თბილისში. საქართველოს ბანკის მიერ დონაციისთვის შექმნილი სპეციალური პლატფორმის Donate.ge-ს მეშვეობით კი შეგროვდა 44 381 ნივთი, რომელიც 1 360 ბენეფიციარს გადაეცა”,- განაცახდა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.