სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის თებერვალში, წინა თვესთან (იანვართან) შედარებით, 0.9%-ით შემცირდა, ხოლო 2017 წლის თებერვალთან შედარებით 6%-ით არის გაზრდილი. 2010 წელთან შედარებით კი დღეს პროდუქციის წარმოება 46%-ით მეტ დანახარჯს მოითხოვს.
2018 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ფასები 1%-ით შემცირდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რაც მთლიანი ინდექსის კლებაზე – 0.78% პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია მერქანსა და მერქნის ნაწარმზე (-13.1%), ქიმიურ ნივთიერებებზე, ქიმიურ პროდუქტებსა და ქიმიურ ბოჭკოებზე (-4.5%), ასევე ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (-1.6%)
ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 5.1%-ით გაძვირდა. ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (4.9%), ასევე ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (11.6%). ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება 11.6%-ით გაძვირდა.
გრაფიკი: წარმოების ფასების ცვლილება გასული წლის ანლოგიურ პერიოდთან შედარებით