მაისში კომერციული ბანკების მოგებამ 56.7 მილიონი ლარი შეადგინა

მაისში კომერციული ბანკების მოგებამ 56.7 მილიონი ლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით მიმდინარე წლის მაისში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 56.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 17 მლნ ლარით ნაკლებია გასული წლის მაისის მაჩვენებელზე.

იანვარ-მაისში, ჯამში, კომერციული ბანკების წმინდა მოგება 352 მლნ ლარია, რაც 98 მლნ ლარით მეტია 2016 წლის იანვარ-მაისში მიღებულ მოგებაზე.

გრაფიკი: კომერციული ბანკების წმინდა მოგება, მლნ ლარებში