საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2017 მაისში წინა წლის მაისთან შედარებით 24%-ით (22.5 მლნ დოლარით) გაიზარდა. მაისში სულ 115 მლნ დოლარი გადმოირიცხა.
იანვარ-მაისში ფულადი გზავნილები 86 მლნ დოლარით (20%-ით) გაიზარდა და ჯამში 511 მლნ დოლარი შეადგინა.
საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად რუსეთიდან, ისრაელიდან, აშშ-დან, თურქეთიდან და იტალიიდან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა. მიმდინარე წლის მაისში, 2016 წლის მაისში შედარებით, რუსეთიდან ჩამორიცხვები 6.8 მლნ დოლარით გაიზარდა, ისრაელიდან 4.9 მლნ დოლარით, თურქეთიდან და აშშ-დან შესაბამისად 2.5 და 2.2 მლნ დოლარით გაიზარდა.
ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც ფულადი გზავნილების ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, მლნ დოლარი
ქვეყანა | მაისი, 2016 | მაისი, 2017 | ზრდა |
რუსეთის ფედერაცია | 31.1 | 37.8 | 6.8 |
ისრაელი | 4.5 | 9.4 | 4.9 |
თურქეთი | 7.5 | 10.0 | 2.5 |
აშშ | 9.9 | 12.1 | 2.2 |
იტალია | 10.2 | 11.7 | 1.5 |
წყარო: ეროვნული ბანკი