შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში, 2015 წლის აპრილთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა. 2015 წლის აპრილში 142 726 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2016 წლის აპრილში 171 235. იანვარ-აპრილში კი ტურისტთა რაოდენობის ზრდამ 17% შეადგინდა.
ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, 2015 წლის აპრილთან შედარებით 17.2%-ით გაიზარდა. 2015 წლის თებერვალში 394 752 ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო 2016 წლის აპრილში კი 462 480.
აპრილში ყველაზე მეტი (115 887) ვიზიტორი თურქეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი 105 695 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე სომხეთია 105 667 ვიზიტორით. ირანი, რომელსაც საქართველომ ვიზა 15 თებერვლიდან გაუუქმა, მე-6 ადგილზეა 3 626 ვიზიტორით.