2016 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო ვალმა 13.6 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 43%-ია. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 35.6%, ხოლო 2012 წლის ბოლოს 32.6 % იყო.
სახელმწიფო ვალი საგარეო და საშინაო ვალისგან შედგება. 2015 წლის ბოლოს საგარეო სახელმწიფო ვალი 10.3 მილიარდი ლარი იყო, 2016 წლის თებერვლის ბოლოს კი 10.7 მილიარდი ლარი შეადგინა.
საშინაო ვალი 2016 წლის იანვარ-თებერვალში 51 მილიონი ლარით შემცირდა და 2.8 მილიარდი ლარი შეადგინა.