ბოლო თვეებში სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთები სწრაფად იზრდება, რაც ნიშნავს, რომ მთავრობას შიდა ვალის აღება უძვირდება.
ერთ წლიანი სახაზინო ვალდებულებების საპროცენტო განაკვეთმა ბოლო ვაჭრობაზე 8.7% შეადგინა, რაც 2.9% პუნქტით მეტია იანვრის მაჩვენებელზე. ხოლო ორ წლიანი სახაზინო ობლიგაციების განაკვეთმა ივნისში 9.1% შეადგინდა, რაც 2.4% პუნქტით მეტია იანვრის მაჩვენებელზე. ხოლო, ხუთ წლიანი და ათ წლიანი ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი ბოლო 5 თვეში შესაბამისად 3.5% და 3.2% პუნქტით გაიზარდა.