საქართველოს სახელმწიფო ვალმა 12 მილიარდ ლარს გადააჭარბა

საქართველოს სახელმწიფო ვალმა 12 მილიარდ ლარს გადააჭარბა

საქართველოს სახელმწიფო ვალმა, რომელიც საგარეო და საშინაო ვალს მოიცავს, 30 აპრილის მდგომარეობით 12.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 41%-ია. 2012 წლის ბოლო აღნიშნული მაჩვენებელი 32.5% იყო.

2015 წლის მარტის ბოლოს საგარეოს ვალი 8.9 მილიარდი ლარი იყო, აპრილის ბოლოს უკვე 9.3 მილიარდი ლარი შეადგინა. აპრილში სახელმწიფო საგარეო ვალი დოლარებში 52 მილიონით გაიზარდა, თუმცა ლარის კურსის 2.23-დან 2.31-მდე ზრდამ გამოიწვია ლარში გამოხატული საგარეო ვალის მნიშვნელოვნად ზრდა. საშინაო ვალი კი აპრილში 25 მილიონი ლარით გაიზარდა.

საქართველოს საგარეო ვალის მომსახურებისთვის სჭირდება უცხოური ვალუტის შესყიდვა. შესაბამისად, როდესაც ლარის კურსი უფასურდება, ვალის მომსახურება ძვირდება, რაც ქვეყნისთვის ვალის ტვირთს ზრდის.