"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

როგორ გამდიდრდა “ლეგო“?

როგორ გამდიდრდა “ლეგო“?

შემოსავლების მიხედვით “ლეგო“ სათამაშოების წარმოების სექტორში მსოფლიოში მეორე ადგილზეა. 2019 წელს მისმა შემოსავალმა 6.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა და მხოლოდ იაპონურ კომპანიას “Namco Bandai“-ს ჩამორჩა. “ლეგოს“ აქტივები 5 მილიარდი, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 7 მილიარდი დოლარია. დასაქმებული ჰყასვ 19 ათასამდე ადამიანი.

“ლეგოს“ ისტორია 1932 წელს, დანიის ქალაქ ბილუნდში დურგლის, ოლე კირკ კრისტიანსენის სახელოსნოში დაიწყო, სადაც კრისტიანსენი თავის ხელით ამზადებდა ხის სათამაშოებს. 1934 წელს უკვე კომპანია დააარსა და სახელად “ლეგო“ დაარქვა. ეს სახელი ორი დანიური სიტყვის შეერთებით მიიღო –  “leg godt“, რაც ნიშნავს “ითამაშე კარგად“. ბიზნესი 3,000 დანიური კრონის სესხით დაიწყო, რომლის თავდებში ჩადგომაზე დამ და ძმამ უარი უთხრეს, რადგან არ სჯეროდათ დაწყებული საქმის წარმატების.

კომპანიისთვის მთავარი სამიზნე სათამაშების ხარისხი იყო. კრისტიანსენს სურდა სათამაშოებს ბავშვებისთვის დიდხანს გაეძლოთ. ამიტომ კარგ მასალას იყენებდა და საიმედოდ ამუშავებდა. “ლეგოს“ სლოგანი გახდა “მხოლოდ საუკეთესოა საკმაოდ კარგი“.

სათამაშების წარმოება სწრაფად იზრდებოდა, 1930-იანი წლების ბოლოს უკვე 40 დაქირავებული თანამშრომლის დახმარებით სათამაშოების 50-მდე განსხვავებულ ნაკრებს აწარმოებდა.

1942 წელს “ლეგოს“ საწარმო და საწყობი ხანძარმა გაანადგურა. ბანკის სესხით ახალი ქარხანა იმავე ადგილას ააშენეს, თანამშრომლების რაოდენობა 15-მდე შეამცირეს, თუმცა ახალი ქარხნის გაშვებიდან ერთ წელიწადში სათამაშოების გამოშვება სრულად აღდგა და კომპანიას 40-ვე თანამშრომელი დაუბრუნდა.

1947 წელს, კომპანიამ პლასტმასის სათამაშოების წარმოებაც დაიწყო. 1949 წლიდან დაიწყო “ლეგომ“ დღეისათვის მისი პროდუქციიდან ყველაზე პოპულარული სათამაშოს, ასაწყობი პლასტმასის კუბიკების წარმოება. 1952 წლისთვის უკვე წარმოებული სათამაშოების ნახევარზე მეტი პლასტმასის იყო. კომპანიის პირველი საექსპორტო ბაზარი შვედეთი გახლდათ, სადაც 1953 წლიდან დაიწყო სათამაშოების გაყიდვა. 1955 წლიდან კი მისი პროდუქცია გერმანიაშიც შევიდა.

კომპანიაში ხანძარი ისევ გაჩნდა 1960 წელს და სათამაშოების წარმოების განყოფილება სრულად განადგურდა. თუმცა, ხანძარმა კვლავ ვერ შეაჩერა და 1961 წელს “ლეგოს“ საექსპორტო ბაზარი ჩრდილოეთ ამერიკის მიმართულებით გაფართოვდა.

1962 წელს, “ლეგომ“ ასაწყობი მანქანების, ტრაქტორების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების სათამაშოების გამოშვება დაიწყო. ამისთვის პლასტმასის ბორბლების წარმოება გახდა საჭირო. ეს ფაქტი იმითაც არის საინტერესო, რომ დღეს კომპანია წლიურად 300 მილიონზე მეტ სათამაშო ბორბალს აწარმოებს, რაც მეტია ავტომობილების ბორბლების მწარმოებელი დიდი კომპანიების წლიურ გამოშვებაზე. ლეგო საათში 35 ათასზე მეტ სათამაშო ბორბალს აწარმოებს.

1967 წელს, დანიაში ლეგოლენდის პირველი პარკი გაიხსნა, რომელიც 59 ჰექტარზე განთავსდა. პირველივე წელს პარკს 600 ათასზე მეტი ადამიანი ეწვია. ეს არის პარკი, სადაც ლეგოს სათამაშოების დიდი ნიმუშებია განთავსებული, ერთგვარ ზღაპრულ ქალაქში მოგზაურობაა. მომდევნო ლეგოლენდი ინგლისში გაიხსნა 1996 წელს. დღეს კი 9 ლეგოლენდია და სხვადასხვა ქვეყანაში.

მინიფიგურების წარმოება “ლეგომ“ 1978 წელს დაიწყო, რაც დღეს მისი ძირითადი პროდუქციაა.

1997 წელს, გამოვიდა ვიდეო თამაშები “ლოგოს“ ფიგურების მონაწილეობით. 2003 წლიდან კი “ლეგოს“ ანიმაციური ფილმები გამოჩნდა. ყველაზე პოპულარული “ლეგო ბეტმენი“ და “ლეგო ნინძაა“, რომელთა ჯამურმა შემოსავალმა 500 მლნ დოლარს მიაღწია.

1990-იან წლებში კომპანიის შემოსავალი 5 მილიარდ დოლარს გადასცდა, 2020 წელს კი 10 მილიარდს მიაღწია. მომდევნო 15 წელიწადში კი გაოთხმაგდა.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა