გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა, სიღარიბე და COVID-19: IRI-ის კვლევის შედეგები

გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა, სიღარიბე და COVID-19: IRI-ის კვლევის შედეგები

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) 2021 წლის 2-26 თებერვალს ჩატარებული კვლევის ანგარიშს აქვეყნებს, რომლის შედეგები ხმის მიცემის უფლების მქონე 1 500 რესპონდენტის პასუხს ეფუძნება.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 76% ფიქრობს, რომ უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური სიტუაცია გაუარესდა, მათ შორის,  39% მიიჩნევს, რომ ძალიან გაუარესდა. ამავე კითხვის პასუხად 18% ფიქრობს, რომ ბოლო 1 წელიწადში ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია არ შეცვლილა.

Public Opinion Survey: Residents of Georgia – February 2021 | Center For Insights In Survey Research

რაც შეეხება ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას, გამოკითხულთა 42% აფასებს, როგორც ცუდს, 29%-ის შეფასებით კი ის ძალიან ცუდია.

Public Opinion Survey: Residents of Georgia – February 2021 | Center For Insights In Survey Research

IRI-მ ასევე იკვლია, რა წარმოადგენს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას რესპონდენტებისთვის. 49% ასეთად უმუშევრობას ასახელებს, 16% – მაღალ ფასებს, 8% – სიღარიბეს, 7% – კორონავირუსს.

Public Opinion Survey: Residents of Georgia – February 2021 | Center For Insights In Survey Research

ლოკალურ დონეზე კი, ქალაქებისა და სოფლების შემთხვევაში, პრობლემათა სიაში ლიდერობს უმუშევრობა, სასმელი წყლის პრობლემა, გაუმართავი გზები, სიღარიბე და ა.შ.

უშუალოდ კორონაპანდემიასთან დაკავშირებულ სირთულეებს, გამოკითხულთა 65% ამბობს, რომ COVID-19-მა ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა, მათ შორის, 22%-ისთვის – ძალიან გააუარესა.

ცნობისთვის, კვლევის ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +-2.5%-ს. ანგარიში სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.