ქვეყნების ათეული, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს

ქვეყნების ათეული, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს

Forbes-ის განახლებული სიის მიხედვით, მსოფლიოს 2 755 მილიარდერი ჰყავს, მათი ნახევარი კი ან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ან ჩინეთში ცხოვრობს.

არსებულ ტენდენციაზე დაკვირვებით იკვეთება, რომ მიუხედავად განვლილი რთული წლისა, უმდიდრესი ადამიანების ჯამური ქონება ზრდადია, რაც მხოლოდ აშშ-ის მაგალითიდანაც ჩანს – წლიდან წლამდე შტატებში მცხოვრები 724 მილიარდერის ქონება $1.5 ტრილიონით გაიზარდა და $4.4-ს მიაღწია.

გთავაზობთ იმ 10 ქვეყნის ჩამონათვალს, სადაც ყველაზე მეტი უმდიდრესი ადამიანი იყრის თავს:

ამერიკის შეერთებული შტატები

მილიარდერთა რაოდენობა: 724

ჯამური ქონება: $4.4 ტრილიონი (2020-თან შედარებით $1.5 ტრილიონით მეტი)

მილიარდერთა შორის უმდიდრესი: ჯეფ ბეზოსი ($177 მილიარდი); სიმდიდრის წყარო: Amazon

ჩინეთი

მილიარდერთა რაოდენობა: 628

ჯამური ქონება: $2.5 ტრილიონი (2020-თან შედარებით $1.3 ტრილიონით მეტი)

მილიარდერთა შორის უმდიდრესი: ჭონგ შენშენი ($68.9 მილიარდი); სიმდიდრის წყარო: წყლის კომპანია Nongfu Spring

ინდოეთი

მილიარდერთა რაოდენობა: 140

ჯამური ქონება: $596 მილიარდი (2020-თან შედარებით $283 მილიარდით მეტი)

მილიარდერთა შორის უმდიდრესი: მუკეშ ამბანი ($84.5 მილიარდი); სიმდიდრის წყარო: Reliance Industries

გერმანია

მილიარდერთა რაოდენობა: 136

ჯამური ქონება: $626 მილიარდი (2020-თან შედარებით $179 მილიარდით მეტი)

მილიარდერთა შორის უმდიდრესი: კარლ ალბრეხტ უმცროსი ($39.2 მილიარდი); სიმდიდრის წყარო: Aldi

რუსეთი

მილიარდერთა რაოდენობა: 117

ჯამური ქონება: $584 მილიარდი (2020-თან შედარებით $199 მილიარდით მეტი)

მილიარდერთა შორის უმდიდრესი: ალექსეი მორდაშოვი&ოჯახი ($29.1 მილიარდი); სიმდიდრის წყარო: Severstal

ჰონკონგი

მილიარდერთა რაოდენობა: 71

ჯამური ქონება: $448 მილიარდი (2020-თან შედარებით $148 მილიარდით მეტი)

მილიარდერთა შორის უმდიდრესი: ლი კა-შინგ ($33.7 მილიარდი); სიმდიდრის წყარო: CK Hutchison Holdings, CK Asset Holdings

ბრაზილია

მილიარდერთა რაოდენობა: 65

ჯამური ქონება: $212 მილიარდი (2020-თან შედარებით $85 მილიარდით მეტი)

მილიარდერთა შორის უმდიდრესი: ჟორჟე პაულო ლემანი&ოჯახი ($16.9 მილიარდი); სიმდიდრის წყარო: Anheuser-Busch InBev

კანადა

მილიარდერთა რაოდენობა: 64

ჯამური ქონება: $231 მილიარდი (2020-თან შედარებით $88 მილიარდით მეტი)

მილიარდერთა შორის უმდიდრესი: დევიდ ტომსონი&ოჯახი ($41.8 მილიარდი); სიმდიდრის წყარო: Thomson Reuters

გაერთიანებული სამეფო

მილიარდერთა რაოდენობა: 56

ჯამური ქონება: $214 მილიარდი (2020-თან შედარებით $61 მილიარდით მეტი)

მილიარდერთა შორის უმდიდრესი: ჯეიმს რეტკლიფი ($17 მილიარდი); სიმდიდრის წყარო: Ineos

იტალია

მილიარდერთა რაოდენობა: 51

ჯამური ქონება: $205 მილიარდი (2020-თან შედარებით $79 მილიარდით მეტი)

მილიარდერთა შორის უმდიდრესი: ჯოვანი ფერერო ($35.1 მილიარდი); სიმდიდრის წყარო: Ferrero