რამდენია პუტინის შემოსავალი? - კრემლის ლიდერის „ოფიციალური ქონება“

რამდენია პუტინის შემოსავალი? - კრემლის ლიდერის „ოფიციალური ქონება“

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 2020 წელს დაახლოებით $131,381 გამოიმუშავა. ყოველ შემთხვევაში ეს რიცხვია მითითებული კრემლის ლიდერის დეკლარაციაში,  რომელიც გასულ კვირას გამოაქვეყნეს.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, პუტინის გასული წლის შემოსავალი გაცილებით უფრო მეტი იყო, ვიდრე 2019 წელს, თუმცა გასული წლის რიცხვი თითქმის ორჯერ ნაკლებია 2017 წლის ოფიციალურ შემოსავლებთან შედარებით.

კერძოდ, 2019 წელს რუსეთის პრეზიდენტის წლიური შემოსავალი 9 726 595 რუბლს შეადგენდა ($126,494), 2018 წელს – 8 648 353 რუბლს ($112,471-ს), ხოლო 2017-ში – 18 728 268 რუბლს ($243,561).

ასევე, პუტინი ამჟამად ფლობს 77 კვ/მ და 153.7 კვ/მ ფართობის საცხოვრებელ ბინებს და 18 კვ/მ ფართობის ავტოფარეხს. გარდა ამისა, კრემლის ლიდერის სახელზეა ავტომობილები: ორი Volga, Niva და „სკიფი“ (Скиф).