Chanel-მა Huawei-სთან ლოგოს მსგავსებასთან დაკავშირებული დავა ევროკავშირის სასამართლოში წააგო

Chanel-მა Huawei-სთან ლოგოს მსგავსებასთან დაკავშირებული დავა ევროკავშირის სასამართლოში წააგო

2017 წელს Huawei-მ ევროკავშირის სავაჭრო ნიშნის დაცვისთვის შეიმუშავა ლოგო, რომელსაც კომპიუტერული ტექნიკისთვის გამოიყენებდა. ამის თაობაზე Chanel-მა პროტესტი გამოთქვა, რადგან, მისი თქმით, ჩინური ტექნოლოგიური ფირმის ორი ვერტიკალურად გადაჯაჭვული ნახევარწრე ძალიან ჰგავდა ფრანგული კომპანიის დაპატენტებულ ლოგოს.

ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისმა არ დააკმაყოფილა Chanel-ის სარჩელი, რის შემდეგაც ფრანგულმა კომპანიამ გადაწყვეტილება ევროკავშირის გენერალურ სასამართლოში გაასაჩივრა.

მოსამართლეთა ტრიბუნალმა გადაწყვეტილება 21 აპრილს Huawei–ს სასარგებლოდ მიიღო. მათი განცხადებით, ლოგოებს გარკვეული მსგავსება აქვთ, მაგრამ მათი ვიზუალური განსხვავებები აშკარაა. ამასთან, ლოგოების სადავო ფიგურალური ნიშნები არ ჰგავს ერთმანეთს. კერძოდ, Chanel-ის ლოგოს უფრო მომრგვალებული ფორმა, სქელი ხაზები და ჰორიზონტალური ორიენტაცია აქვს, ხოლო Huawei-ის ლოგო ვერტიკალურია.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლოა,  გასაჩივრდეს ევროპულ სასამართლოში.