ტრილიონიანი ინფრასტრუქტურის გეგმის შემდეგ ბეტონისა და ცემენტის მრეწველობა იზრდება

ტრილიონიანი ინფრასტრუქტურის გეგმის შემდეგ ბეტონისა და ცემენტის მრეწველობა იზრდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით წარდგენილი ტრილიონიანი ინფრასტრუქტურის გეგმის სენატის მიერ დამტკიცების შემდეგ მოთხოვნა ცემენტისა და ბეტონის ინდუსტრიაზე კიდევ უფრო მეტად იზრდება. ცემენტი და ბეტონი ის საშენი მასალებია, რომელიც ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის ფუნდამენტს წარმოადგენს. იგი გამოიყენება მაგისტრალების, შენობების, ხიდების, გზებისა თუ გვირაბების ასაშენებლად. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული გეგმის განხორციელება სექტორისათვის წამახალისებელი აღმოჩნდა.

2020 წლიდან, კოვიდ-19 პანდემიის დროს, ცემენტი და ბეტონიც იმავე ფენომენის მსხვერპლნი გახდნენ, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია სხვა მნიშვნელოვან მასალებსა და საქონელზეც. მიწოდების ჯაჭვებმა და შრომის დეფიციტმა ცემენტისა და ბეტონის ინდუსტრიაზე მკვეთრად უარყოფითი გავლენა იქონია, ისევე როგორც სხვა სტრატეგიულ პროდუქციაზე.

მოთხოვნა ბეტონსა და შესაბამისად, მის არსებით კომპონენტზე, ცემენტზე, კი მხოლოდ მას შემდეგ გაიზარდა, რაც შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა ინფრასტრუქტურული პაკეტი ამერიკული გზების, გვირაბებისა და ხიდების გასაახლებლად.

თუმცა, საინტერესოა ისიც, რომ ინდუსტრია გამოცდილი, კვალიფიციური მუშახელისა და სატვირთო ავტომობილების მძღოლების დეფიციტს განიცდის. ბოლოდროინდელი ბუმი საცხოვრებელ სახლებზე კი უფრო მეტ ზეწოლას ახდენს ინდუსტრიაზე, რათა განავითაროს საკუთარი შესაძლებლობები.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ცემენტისა და ბეტონის წარმოებაზე მსოფლიოში გამოყოფილი ნახშირბადის 8% მოდის, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია და ამ ინდუსტრიას საკმაოდ საფრთხის შემცველ სფეროდ აქცევს. შესაბამისად, აღნიშნულ რესურსებზე გაზრდილი მოთხოვნა უარყოფითად აისახება გარემოსა და კლიმატზე.