თიბისის აპლიკაციების კონკურსზე რეგისტრაციისთვის სტარტაპებს 5 დღე აქვთ

თიბისის აპლიკაციების კონკურსზე რეგისტრაციისთვის სტარტაპებს 5 დღე აქვთ

თიბისის აპლიკაციების კონკურსში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, მონაწილეობის მიღების მსურველებს რეგისტრაციისათვის 5 დღე დარჩათ.  პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სტარტაპს, რომელიც საკუთარი მობილური ან ვებ-აპლიკაციით გაამარტივებს ადამიანების ყოველდღიურობას, ისეთი მიმართულებებით როგორებიცაა: ფინანსები, ბუღალტერია, ადამიანური რესურსების მართვა, კლიენტებთან ურთიერთობა, გაყიდვების კონტროლი და სხვა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია, როგორც ინდივიდუალური წევრებისგან დაკომპლექტებულ გუნდს, ისე  კომპანიებს.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, ასევე რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზეაhttps://bit.ly/AppsChallengeTBC შესაძლებელი.

გამარჯვებული სტარტაპები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩევიან: რამდენად ჭრის აპლიკაცია რეალურ პრობლემას, როგორია აპლიკაციის კონცეფცია, ბიზნესმოდელი და ა.შ. კონკურსის დასრულების შემდეგ გამარჯვებულებს კონკრეტული დრო მიეცემათ პროტოტიპების დასასრულებლად. ფულადი ჯილდო კი აპლიკაციის სრულყოფას მოხმარდება.

კონკურსის შედეგად ჟიური 3 გამარჯვებულს გამოავლენს. გამარჯვებული გუნდი 30 000 ლარით, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები კი – 15 000 ლარით დაჯილდოვდებიან.

თიბისის მხარდაჭერით აპლიკაციების კონკურსი უკვე მესამე წელია ქვეყანაში ტექნოლოგიური ინდუსტრიის გასავითარებლად, ბიზნესში ტექნოლოგიური გადაწყვეტების შემოსატანად და პროცესების გასამარტივებლად ტარდება. კონკურსი თიბისის პროგრამა „სტარტაპერის“ ორგანიზებით იმართება. კონკურსის მიზანია, საქართველოში ისეთი აპლიკაციების, სოფტების თუ სხვა ციფრული გადაწყვეტების შექმნა, რომლებიც ადამიანებს და ბიზნესებს ყოველდღიურ ცხოვრებას გაუმარტივებს; ასევე, ახალგაზრდა თაობაში ვებ-დეველოპმენტის ცნობადობას გაზრდა და პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით ბიზნესის მხარდაჭერა.