მილიარდერ რიჩარდ ბრენსონის ჰოლდინგ Virgin Galactic-ს მალე ახალი მთავარი აღმასრულებელი ეყოლება. ამ პოზიციაზე კომპანიას Walt Disney-ის CEO მაიკლ კოლგლაზიერი გადაჰყავს. ამ ამბის გავრცელების შემდეგ Virgin Galactic-ის აქციები 4.3%-ით გაიზარდა.
კოლგლაზიერი, რომელიც დისნეის პარკების მმართველი დირექტორი და პრეზიდენტი იყო, Virgin Galactic-ში ჯორჯ უაითსაიდს ჩაანაცვლებს. თუმცა, უაითსაიდი დარჩება Virgin Galactic-ში და ის მთავარი ოფიცერი იქნება კოსმოსის მიმართულებით.
უაითსაიდიც და კოლგლაზიერიც ახალ პოსტებს 20 ივლისიდან დაიკავებენ.
აღნიშნული გადაადგილება Virgin Galactic-მა მას შემდეგ განახორციელა, რაც გასულ თვეს კომპანიამ SpaceShipTwo-ს სატესტო ფრენა განახორციელა. შეგახსენებთ, ბრიტანული კომპანია Virgin Galactic-ი კოსმოსში კომერციულ ფრენების დაწყებას გეგმავს.