სინგაპურში 20 000 უცხოელი მუშა 14-დღიან კარანტინში განათავსეს. ამის მიზეზი კორონავირუსის გავრცელება გახდა. საუბარია უმეტესწილად სამხრეთ აზიის რეგიონიდან ჩასულ მამაკაცებზე, რომლებიც მშენებლობებზე არიან დასაქმებული.
უცხოელები ორ საერთო საცხოვრებელში გადანაწილდნენ. ერთში 13 000 ადამიანი, მეორეში კი 6 800 ადამიანი ცხოვრობს. მათ ანაზღაურება არ შეუწყდებათ და ასევე სამი დღის საკვებით უზრუნვლყოფენ. თუმცა, ზოგი უცხოელი დასაქმებული ანტისანიტარიისა და გადატვირთული საცხოვრებლის გამო ჩივის.
როგორც მთავრობაშია აცხადებენ, კარანტინი აუცილებელი გახდა ამ ორ საერთო საცხოვრებელში, ვინაიდან გაიზარდა დაინფიცირების შემთხვევები მათ შორის. კერძოდ, ერთ საცხოვრებელში დაინფიცირების 63 შემთხვევაა უკვე, ხოლო მეორეში 28.
“იზოლაცია მუშებს და საზოგადოებას დაიცავს ვირუსის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებისგან“, – განაცხადეს მთავრობაში.
უცხოელ მუშებს ეკრძალებათ საცხოვრებლის დატოვება და იმ ადამიანებთან კონტაქტიც კი, ვინც თავიანთ ოთახში ან სართულზე არ ცხოვრობს.
უცნობია ერთ ოთახში რამდენი ადამიანია განთავსებული, თუმცა, 2015 წელს BBC-ი ერთ-ერთ კომპლექსს ეწვია და მაშინ აღმოაჩინა, რომ ერთ ოთახში 12 ადამიანი იყო განთავსებული.