ამერიკელმა მილიარდერმა უორენ ბაფეტმა განაცხადა, რომ ის დღეში ხუთ ქილა კოკა-კოლას სვამს. როგორც მან იხუმრა, ამის მიზანი კორონავირუსის თავიდან არიდებაა.
“ერთი ლიტრით მეტ კოლას ვსვამ, რაც იმას ნიშნავს, რომ თავიდან ვიცილებ რაღაცებს ცხოვრებაში“, – იხუმრა ბაფეტმა.
აღსანიშნავია, რომ ბაფეტის კომპანია Berkshire Hathaway-ი კოკა-კოლის ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერია, ამიტომაცაა რომ ბაფეტი იშვიათად უშვებს ხელიდან შანსს, რომ კოკა-კოლას რეკლამა არ გაუკეთოს.
ბაფეტი საკმაოდ ხშირად მიირთმევს McDonald’s-ის საუზმესაც, ასევე აღსანიშნავია, რომ ნაყინების მწარმოებელი Dairy Queen-ის ქსელს და ტკბილეულის მწარმოებელ See’s Candies-ის ფლობს.
“89 წლის ვარ და ორ სხვადასხვა ექიმს აქვს ნათქვამი, რომ იმაზე უკეთეს ფორმაში ვარ, ვიდრე რამდენიმე წლის წინ ვიყავი“, – განუცხადა ბაფეტმა Yahoo Finance-ს.
ბაფეტი ასევე არ ერიდება სიკვდილზე საუბარსაც: „წელს 2,8 მილიონი ადამიანის გარდაცვალებაა მოსალოდნელი და 89 წლის ასაკში საკმაოდ სავარაუდოა, რომ მათ შორის მეც ვიქნები“.