Forbes-მა 17 ადგილი დაასახელა, სადაც გაზაფხულზე უნდა იმოგზაუროთ – სიაში თბილისიცაა. როგორც ამერიკული გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ ახლა არ არის შესაფერისი დრო მოგზაურობაზე ფიქრისთვის კორონავირუსის გამო, ამაზე მაინც გვეფიქრება.
სტატიის ავტორის თქმით, მან რამდენიმე ექსპერტს ჰკითხა თუ რომელია წელს გაზაფხულზე მოგზაურობისთვის საუკეთესო ადგილები მსოფლიოში, მათი პასუხების მიხედვით კი სია შეადგინა. ესენია:
– Hunza Valley, პაკისტანი
– გიუმრი, სომხეთი
– ლონდონი, ინგლისი
– არუბა
– The Natchez Trace Parkway, აშშ
– სიკვდილის ველის ეროვნული პარკი კალიფორნიაში, აშშ
– კუსკო, პერუ
– ვანკუვერის კუნძული, კანადა
– თბილისი, საქართველო
– მეხიკო, მექსიკა
– სკაის კუნძული, შოტლანდია
– უილამეტის ველი, ორეგონი, აშშ
– მაუის კუნძული, ჰავაი
– მაროკო
– ისლანდია
– ბაკალარი, მექსიკა
– ტუკსონი, არიზონა.