Ford Motor-სი დამატებით 3,000 სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს საკუთარ ორ ქარხანაში და ამასთანავე 1.45 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს ახალი პიკაპების, ჯიპების და ელექტრომანქანების წარმოებაში. ამის შესახებ Foxbusiness იუწყება.
როგორც კომპანია აცხადებს, ის 750 მილიონ აშშ დოლარს ჩადებს დეტროიტში განთავსებულ ქარხანაში და 2,700 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის მომავალი 3 წლის განმავლობაში. დანარჩენი 700 მილიონი აშშ დოლარის დაბანდებას კომპანია, მიჩიგანში მდებარე ქარხანაში აპირებს, სადაც შესაბამისად 300 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
მიუხედავად იმისა, რომ ფორდის მანქანების გაყიდვები წელიწადში $17 მილიონს უტოლდება, კომპანია თვლის, რომ ახალი ინვესტიციები ჭირდება საბაზრო წილის გასაზრდელად და ახალ ტექნოლოგიებზე გადასასველელად.
აღსანიშნავია, რომ კომპანია გეგმავს, ყველაზე მოთხოვნადი Ford F-150-ის მოდელის ჰიბრიდული ვერსია შესთავაზოს მომხმარებელს. Ford-ის განცხადებით აღნიშნული მოდელი ყველაზე მოთხოვნადია აშშ-ში და მის გაყიდვებს კომპანიის შემოსავლებში ძირითადი წილი უკავია.
წყარო: Foxbusiness