Meta მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის სიიდან ამოვარდა

Meta მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის სიიდან ამოვარდა

მარკ ცუკერბერგის მიერ დაარსებული ტექნოლოგიური კომპანია, Meta მსოფლიოს ათი ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის სიიდან ამოვარდა – Bloomberg-ის დათვლებით, Meta-ს საბაზრო კაპიტალიზაცია $565.4 მილიარდს შეადგენს, რაც დაახლოებით $25 მილიარდით ნაკლებია, ვიდრე მე-10 ადგილზე მყოფი ჩინური ტექნოლოგიური კომპანია Tencent-ის ღირებულება.

აღსანიშნავია, რომ თავის პიკში, ანუ 2021 წლის სექტემბერში, Meta (მაშინ კი Facebook-ი), ამ სიაში მეექვსე ადგილას იკავებდა – იმ დროს კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $1 ტრილიონს აღემატებოდა. თუმცა მას მერე ბევრი რამ შეიცვალა, რის გამოც კომპანიის აქციები 46%-ით გაუფასურდა.

ცნობისთვის, აღნიშნული სიის პირველ ხუთ ადგილს შემდეგი კომპანიები იკავებენ: Apple-ი ($2.8 ტრილიონით), Microsoft-ი ($2.2 ტრილიონით), Saudi Aramco  ($2 ტრილიონით), Alphabet-ი ($1.8 ტრილიონით) და Amazon-ი ($1.6 ტრილიონით).