საქართველოს ეროვნულ ბანკს ახალი ვებგვერდი აქვს

საქართველოს ეროვნულ ბანკს ახალი ვებგვერდი აქვს

28 ივლისიდან, ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებგვერდით სარგებლობას მომხმარებლები სრულიად ახალი და განსხვავებული დიზაინით, ფუნქციონალით და ფორმატით შეძლებენ.

ეროვნული ბანკის ვებგვერდს ყოველდღიურად უამრავი მომხმარებელი სტუმრობს, კერძოდ, საფინანსო სექტორის, აკადემიური წრის წარმომადგენლები, მედია, დარგის ექსპერტები, ანალიტიკოსები, ნუმიზმატები და სხვა. ინფორმაციას რეგულარულად ეცნობიან არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც – უცხოელი პარტნიორები, ინვესტორები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები და სხვა. ვიზიტორთა ყოველწლიური მზარდი სტატისტიკა სწორედ მომხმარებელთა გაზრდილ ინტერესზე მიუთითებს.

2005 წლის შემდეგ ვებგვერდი პირველად განახლდა. ახალი ვერსია პასუხობს თანამედროვე ციფრულ მოთხოვნებს და მაქსიმალურად არის მორგებული მომხმარებელზე: აქვს მარტივი ნავიგაცია, გაუმჯობესებული საძიებო სისტემა, მოქნილი უკუკავშირის ფორმა და  რაც მთავარია, ვებგვერდის დიზაინი თავსებადია ყველა ტიპის მობილურ მოწყობილობასთან (Mobile Responsive),  მუშაობს ყველა ოპერაციულ სისტემაზე (Windows, Linux, Mac, Android, IOS), ყველა პოპულარულ ვებბრაუზერში და ინტეგრირებულია სოციალურ ქსელებთან.

მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით, ვებგვერდზე შეიცვალა შემდეგი:

  • გაერთიანდა ეროვნული ბანკის რამდენიმე პორტალი: მომხმარებლის გვერდი, ქართული ფულის და ინტერაქტიული სტატისტიკის ვებგვერდები
  • გაძლიერდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის ბლოკი – ამიერიდან მომხმარებლებს შეუძლიათ პირდაპირ ვებგვერდის საშუალებით დასვან შეკითხვა, ან დააფიქსირონ პრეტენზია
  • მედიის ბლოკს პირდაპირი ეთერის მხარდაჭერის ფუნქცია დაემატა, დაინტერესებულ პირებს კი შეუძლიათ გამოიწერონ ყოველდღიური სიახლეები, პრესრელიზები, ფოტო-ვიდეო მასალა და ა.შ.
  • დაიხვეწა სტატისტიკური მონაცემების ბლოკი; მოდულებს დაემატა მაკროეკონომიკური პროგნოზების ჩანართი
  • ცალ-ცალკე გამოიყო ფინანსური სტაბილურობისა და ზედამხედველობის მიმართულებები
  • დაემატა კალკულატორები, ტერმინები და განმარტებები, რჩევები და გაფრთხილებები ფინანსურ პროდუქტებთან დაკავშირებით
  • სიახლეა კარიერის გვერდიც, საიდანაც დაინტერესებულ პირს შეუძლია რეზიუმე გაგზავნოს სასურველ ვაკანსიაზე. ასევე, შეუძლია გააკეთოს განაცხადი სასურველ მიმართულებაზე, სტაჟირებაზე

ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებგვერდი მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო არხია, რომლის საშუალებითაც ცენტრალური ბანკები ურთიერთობენ და თანამშრომლობენ ფართო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. ვებგვერდის დახმარებით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მიიღოს – ობიექტური, სანდო, აკადემიური და მუდმივად განახლებადი ინფორმაცია  ეკონომიკაში მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვან თემებზე. ასევე, ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელიც მომხმარებლებს საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაში დაეხმარება.

საწყის ეტაპზე ახალი ვებგვერდი – www.nbg.gov.ge  სატესტო რეჟიმში იმუშავებს. გარკვეული პერიოდით, ახალი ვებგვერდის პარალელურად, ხელმისაწვდომი იქნება ძველი ვებგვერდიც, მისამართზე – www.old.nbg.gov.ge.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.