„აგროსფერო“ თანამედროვე ფერმერებისთვის

„აგროსფერო“ თანამედროვე ფერმერებისთვის

ალბათ, ახლაც გახსოვთ ფერმერი, რომელიც დეზერტირების ბაზარში აგროპროდუქტებს პირდაპირ Tesla-ს საბარგულიდან ყიდდა, რადგან ამ არასტანდარტულმა სანახაობამ მთლიანად მოიცვა სოციალური ქსელები, ონლაინ პლატფორმები და მედია საშუალებები. ამ პერფორმანსის ავტორი აგროსფერო იყო, კომპანია, რომელიც ქართველ ფერმერებს თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკითა და პროდუქციით უზრუნველყოფს.

როგორი თანამედროვეც არის Tesla ავტოინდუსტრიაში, ასეთივე თანამედროვეა ის პროდუქცია, რომელსაც „აგროსფერო“ ქართველ ფერმერებს სთავაზობს – ასეთი იყო ამ მარკეტინგული კამპანიის მთავარი გზავნილი.

მართლაც, „აგროსფერო“ თანამედროვე და ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიაა საქართველოში. ასორტიმენტი მოიცავს მცენარეთა დაცვის საშუალებებს, სათესლე მასალას, სასუქებს, სარწყავ თუ საფილტრაციო სისტემებს, სასოფლო-სამეურნეო ხელსაწყოებს,  აგრო ტექნიკას – ერთი სიტყვით ყველაფერს, რაც ფერმერს თავისი მეურნეობის მართვისას შეიძლება დასჭირდეს.

„აგროსფეროს“ 18 წლიანი ისტორია

„აგროსფერო“ 2005 წელს დაფუძნდა იმ მისიით, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით, ინოვაციური მიდგომებითა და მაღალკვალიფიციური კონსულტაციებით ფერმერებს მეურნეობის განვითარებაში, საქმიანობის გამარტივებასა და შედეგების გაუმჯობესებაში დახმარებოდა.

თავდაპირველად კომპანია 4 წევრისგან შედგებოდა, ხოლო დღეს 200-მდე თანამშრომელს აერთიანებს. ფართოვდება მისი სადისტრიბუციო ქსელიც. „აგროსფეროს“  პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს მსოფლიოს ისეთი წამყვანი მწარმოებლების პროდუქციას, როგორებიცაა BAYER, YARA, CLAAS, PELLENC, IRRITEC, SAATBAU, PALL და სხვა. ჯამში, „აგროსფერო“ 30-მდე პრემიუმ ბრენდს აერთიანებს.

„კომპანია მთლიანად თანამედროვეობის კონცეფციას ეფუძნება, ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვითანამშრომლოთ ისეთ მწარმოებლებთან, რომლებიც ქმნიან პრემიუმ ხარისხის პროდუქტებს და ამავდროულად, მუდმივად ხვეწენ, ავითარებენ მათ და ინოვაციებს სთავაზობენ მომხმარებლებს“, – ამბობს „აგროსფეროს“ მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი, აკაკი ტოროტაძე.

„აგროსფეროს“ უპირატესობა მხოლოდ თანამედროვე და პრემიუმ პროდუქცია არ არის – ის ფერმერებს მეურნეობის საჭიროებების იდენტიფიცირებაში, სწორი პროდუქტების შერჩევასა და მათ დანერგვაში ეხმარება. ამ მომსახურებას „აგროსფეროს“ კონსულტანტებით, აგრონომებითა და გაყიდვების სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდი უზრუნველყოფს. სწორედ მრავალფეროვანი მომსახურების ერთიანობა გამოარჩევს „აგროსფეროს“ სოფლის მეურნეობის დარგში მოღვაწე სხვა კომპანიებისგან.

„სოფლის მეურნეობის სფეროში ჩვენ პირველად დავნერგეთ ადგილზე მომსახურების სერვისი, რომლის დროსაც ჩვენი გუნდი ფერმერებს არა მხოლოდ სერვისცენტრებში, არამედ მათივე ნაკვეთებში ემსახურებიან. ხშირად ვატარებთ ტრენინგებსა და სემინარებსაც, ფერმერებს ხელმისაწვდომი ტექნოლოგიებისა და პროდუქტების შესახებ ვუზიარებთ სიახლეებს, უზრუნველვყოფთ პროდუქტის შერჩევა-შეძენის პროცესს და საბოლოოდ მათი პოტენციალის სრულად ათვისებაში ვეხმარებით“, – ამბობს აკაკი ტოროტაძე.

„აგროსფეროს“ განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, პირველადი წარმოების ხაზის შექმნაა. ის ავსტრიულ კომპანია SAATBAU-სთან თანამშრომლობით, ხორბლის სერტიფიცირებულ სათესლე მასალას აწარმოებს. თესლი ხორბლის საუკეთესო ჯიშებიდან იწარმოება, რაც ეხმარება ფერმერებს უმაღლესი ხარისხისა და რეკორდული მოცულობის მოსავალი მიიღონ.

რას ნიშნავს იყო თანამედროვე ფერმერი?

მაღალი ხარისხისა და დიდი ოდენობის მოსავლის მოყვანა, მცირე დანახარჯითა და ძალისხმევით და ბუნებაზე ნაკლები ზემოქმედებით – ასეთია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მიდგომების მთავარი სარგებელი. „აგროსფეროში“ ამბობენ, რომ თანამედროვე ფერმერობა სწორედ ამ უპირატესობებზე არჩევანის გაკეთებას ნიშნავს.

თანამედროვე ფერმერობის ახსნასა და მასზე ცნობიერების ამაღლებას ემსახურება „აგროსფეროს“ ვიდეოსერიაც, რომელთა გმირებიც – კომპანიის პარტნიორი ფერმერები თავიანთ საქმიანობაში ტექნოლოგიების როლზე საუბრობენ.

„თანამედროვე ტექნიკისა და მიდგომების გარეშე, დღეს აგრომეურნეობის განვითარება შეუძლებელია, რადგან ისინი ნებისმიერ პროცესს გაცილებით ამარტივებენ. მაგალითად, ისეთი მაღალტექნოლოგიური პროდუქტები, როგორებიცაა BAYER-ის მცენარეთა დაცვის საშუალებები, ფერმერებს უადვილებს ნაკვეთების მავნებელ-დაავადებებისგან ეფექტიანად დაცვას. შესაბამისად, მცენარეთა დამატებითი დამუშავებისთვის არც ზედმეტი თანხების გაღება უწევთ და არც ზედმეტი ძალისხმევისა და დროის დახარჯვა.

ლაბორატორიული სერვისები, როგორებიცაა ნიადაგის, წყლის, ფოთლისა და ა.შ. ანალიზები, საშუალებას გვაძლევს გონივრულად გამოვიყენოთ ჩვენი რესურსები, დავზოგოთ მცენარეთა კვებისთვის საჭირო ფინანსური ხარჯები და ბუნებაზე ზემოქმედებაც მინიმუმამდე დავიყვანოთ. ნიადაგის ანალიზის შედეგად შესაძლებელია ნიადაგში მინერალების შემცველობის დადგენა, რაც საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ კულტურისთვის საჭირო საკვები ნივთიერებების რაოდენობა. ზუსტად ამ მეთოდით ხელმძღვანელობენ თანამედროვე ფერმერები და უვლიან თავიანთ ნაკვეთებს.

ასევე, არსებობს მოწყობილობა აგრო მეტეო სადგური, რომელიც ნაკვეთში სხვადასხვა პარამეტრების მონიტორინგის საშუალებას გვაძლევს და დაავადებების მოდელირება/პროგნოზირებას უზრუნველყოფს, რისი დახმარებითაც დაავადებების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა და ფინანსების დაზოგვაა შესაძლებელი. დღეს ციფრული და ე.წ. ზუსტი სოფლის მეურნეობის სხვა უამრავი ინსტრუმენტია, რაც ფერმერებს ყოველდღიურ საქმიანობაში ეხმარება.

ჩვენი პროდუქციის თანამედროვეობის კიდევ ერთი მიმართულებაა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ერთერთი უმსხვილესი ქართული მეღვინეობის კომპანია რომელმაც ყურძნის მოსავლის ხელით აღებას, PELLENC-ის ვენახის კომბაინით აღება არჩია. შედეგად, გაცილებით შეამცირა რთველის ხარჯები, შეძლო მოსავლის სიმწიფის საუკეთესო ფაზაში დაკრეფა და საბოლოოდ ღვინის ხარისხის გაუმჯობესება“, – ამბობს აკაკი ტოროტაძე .

„აგროსფერო“ – თანამედროვე აგრო-განათლებისთვის

სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად „აგროსფერო“ განათლებას ასახელებს. სწორედ ამიტომ, კომპანია ცდილობს, სტუდენტებს ხარისხიანი განათლების მიღებასა და პრაქტიკული უნარების შეძენაში დაეხმაროს.

„აგროსფერო“ – თანამედროვე აგრო-განათლებისთვის“ – ასე ჰქვია ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც კომპანია ყოველწლიურად აგრარული უნივერსიტეტის 3 სტუდენტს სტიპენდიას გადასცემს და მათ სხვადასხვა აქტივობებით განვითარებაში ეხმარება. ამასთან ერთად, „აგროსფეროს“ ბაზები, სერვისცენტრები თუ სხვა ობიექტები ღიაა სტაჟირებისთვის, რათა დაინტერესებულმა სტუდენტებმა თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა შეძლონ. წელს „აგროსფერო“ „ეროვნული აგრარული ოლიმპიადის“ სპონსორიც გახდა და 9 გამარჯვებული მონაწილე აუდიო, ელექტრონული წიგნებითა და ონლაინ კურსებით დააჯილდოვა. ამასთან ერთად, ცოდნის მიღების პროცესის გასამარტივებლად, გადასცა შესაბამისი ციფრული ტექნიკაც.

„აგროსფერო“ სამომავლოდ ბევრ სიახლეს გეგმავს როგორც აგრო-განათლების მიმართულებით, ისე პროდუქციისა და მომსახურების განვითარების კუთხით. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაცაა, რისთვისაც „აგროსფერომ“ უკვე რამდენიმე წელია დანერგა ლოიალურობის პროგრამა – ფერმერის ბარათი“. პროგრამა ფერმერებს პროდუქციაზე 15%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს.

„აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას ყველა მიმართულებით, რაც ერთადერთ მიზანს ემსახურება – გვინდა, „აგროსფერომ“ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებასა და ხარისხიანი ქართული პროდუქტების წარმოებაში“, – ამბობს აკაკი ტოროტაძე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *