სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოში სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის ცვლილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. საქსტატის ცნობით, გასულ თვეში წინა თვესთან, ივლისთან შედარებით ეს მაჩვენებელი 0.6%-ით გაიზარდა.
აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, სხვადასხვა ჯგუფში ინდექსის პროცენტული ცვლილება შემდეგნაირი იყო: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 1.5%; ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო -0.4%; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი -2.1; საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები 0.3%; ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება 0.2%; ჯანმრთელობის დაცვა -0.4%; ტრანსპორტი 1.4%; კავშირგაბმულობა -0.3%; დასვენება, გართობა და კულტურა -0.1%; განათლება 0%; სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 0.1%; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება 0.3%.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, აგვისტოში საქართველოში სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0.1%-ით შემცირდა.
აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სხვადასხვა ჯგუფში ინდექსის პროცენტული ცვლილება შემდეგნაირი იყო: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 0.2%; ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო 5.8%; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი -1.1; საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები 3.8%; ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება -0.2%; ჯანმრთელობის დაცვა -7.6%; ტრანსპორტი -8.7%; კავშირგაბმულობა -2.4%; დასვენება, გართობა და კულტურა 0%; განათლება 7%; სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 3.7%; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება 9.7%.