Airbnb-მ ხელი მოაწერა სასპონსორო გარიგებას საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან, რომლის ღირებულება დაახლოებით 500 მილიონი აშშ დოლარია.
ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, თომას ბახმა განაცხადა, რომ Airbnb-ი ვალდებულია უზრუნველყოს მომავალი ცხრა წლის განმავლობაში ”გარანტირებული” განთავსება მოახლოებული ოლიმპიური ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნებში – ტოკიო 2020, პეკინი 2022, პარიზი 2024, მილანი 2026, ლოს ანჯელესი 2028.
როგორც ჯო გებია, Airbnb-ის თანადამფუძნებელი, აღნიშნავს მსგავს გარიგებაში ჯერ მათ კომპანიას მონაწილეობა არ მოუღია და აღნიშნული გარიგებით კომპანია შეუერთდება ოლიმპიური კომიტეტის დანარჩენ პარტნიორებს: Coca-Cola, Alibaba, Atos, Bridgestone, Dow, GE, Intel, Omega, Panasonic, P&G, Samsung, Toyota და Visa.
ბრაიან ჩესკიმ, Airbnb-ის CEO, იმსჯელა იმაზე, თუ რამდენად დიდი როლი შეიძლება ჰქონდეს მასპინძლობის პლატფორმას ოლიმპიადაზე.
”ასობით ათასი ადამიანი, თუ მეტი არა, აპირებს ტოკიოში ჩასვლას ოლიმპიადასთან დაკავშირებით. მათ არ აქვთ საკმარისი სასტუმროები და იაპონია არ აპირებს სასტუმროების აშენებას. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ალტერნატიული გასაჩერებელი ადგილები“, – აღნიშნავს ჩესკი.
წყარო: Forbes.com