Airbnb-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, მილიარდერი ბრაინ ჩესკი მკაცრად აკრიტიკებს დონალდ ტრამპის ბრძანებას, რომლის თანახმადაც 7 მუსლიმური ქვეყნის (ირანი, ერაყი, ლიბია, სომალი, სუდანი, სირია და იემენი) მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა 90 დღით ეკრძალებათ.
ჩესკი აცხადებს, რომ ყველანაირად დაეხმარება ამ ბრძანების შედეგად დაზარალებულ პირებს, ძირითადად ლტოლვილებს, და მათ, საჭიროების შემთხვევაში, უფასო საცხოვრებლითაც უზრუნველყოფს.
ჩესკი არ არის ერთადერთი მილიარდერი, რომელიც დაუპირსისპირდა ტრამპის ამ ინიციატივას. სერგეი ბრინი (Google), ტრევის კალანიკი (Uber) და მარკ ცუკერბერგი (Facebook) ასევე აკრტიკებენ აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას და აცხადებენ, რომ იმიგრანტებს და ლტოლვილებს ქვეყნის კეთილდღეობაში დიდი წვლილი შეაქვთ.