დღეს, 28 მაისს, ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით 1 დოლარი 2.7876 ლარს უდრის, რაც ლარის დოლარის მიმართ გაუფასურების რეკორდული მაჩვენებელია. აქამდე, ყველაზე მაღალი ოფიციალური კურსი 2016 წლის 22 დეკემბერს იყო დაფიქსირებული, როცა 1 დოლარის ფასი 2.7846 ლარი იყო. დღეს ბლუმბერგის სავალუტო ბირჟაზე ლარის კურსი 2.79-საც აღწევდა, თუმცა ეს საბაზრო კურსია, რომელიც სხვა დროს უფრო მაღალიც ყოფილა.
დღეს ლარი დოლარის მიმართ 0.65 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროს მიმართ 0.53 თეთრით. 1 ევროს ოფიციალური კურსი 3.1182 ლარია, რომელიც მიმდინარე წლის რეკორდული მაჩვენებელია. წინა წლებში კურსი უფრო მაღალიც იყო, რეკორდული მაჩვენებელი 2017 წლის 28 ნოემბერს დაფიქსირდა, როცა 1 ევრო 3.2440 ლარი ღირდა.
ბოლო ერთ წელიწადში ლარი დოლარის მიმართ 12%-ით არის გაუფასურებული.