Amazon-ი, კალიფორნიის სავაჭრო ცენტრში, ტანსაცმლის პირველ მაღაზიას ხსნის

Amazon-ი, კალიფორნიის სავაჭრო ცენტრში, ტანსაცმლის პირველ მაღაზიას ხსნის

ონლაინ საცალო გაყიდვების გიგანტმა Amazon-მა, წლის ბოლოსთვის, სამხრეთ კალიფორნიის სავაჭრო ცენტრში ტანსაცმლის მაღაზიის გახსნა დააანონსა. მაღაზია, რომელიც ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელს, ფეხსაცმელებსა და აქსესუარებს გაყიდის, გლენდეილის სავაჭრო ცენტრ Americana at Brand-ში გაიხსნება.

ონლაინ გიგანტის მიერ სავაჭრო ცენტრში მაღაზიის გახსნამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა ტანსაცმლის ტრადიციულ გამყიდველებზე იქონიოს, რომელთათვისაც Amazon-ი ერთ-ერთ ძლიერ კონკურენტად ჩამოყალიბდება. აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით გაყიდული ტანსაცმლის 10%-ზე მეტი Amazon-ზე მოდის. Amazon-ის განცხადებით, მისი ალგორითმები რეალურ დროში გამოაქვეყნებენ რეკომენდაციებს, მყიდველების მიერ ნივთების დასკანირების საშუალებით, ამასთან ერთად კი მყიდველებს შეუძლიათ სტილის შესახებ კითხვარი ონლაინ შეავსონ.

გასულ წელს, ონლაინვაჭრობის ზრდასთან ერთად, Amazon-მა Walmart-ი, როგორც ტანსაცმლის უმსხვილესი გამყიდველი, ჩამოაქვეითა. Wells Fargo-ის ინფორმაციით, Amazon-ის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გაყიდვები ამერიკის შეერთებულ შტატებში 2020 წელს დაახლოებით 15%-ით გაიზარდა და $41 მილიარდი შეადგინა, რითაც 20-25%-ით აღემატება Walmart-ს.

2020 წლის სექტემბერში Amazon-მა ონლაინმაღაზია Luxury Stores-იც გახსნა. Amazon Style-ის მაღაზიის მყიდველებს შეუძლიათ დაათვალიერონ გამოფენილი ნივთები და დაასკანირონ QR კოდი ზომის, ფერებისა და მომხმარებელთა შეფასებების სანახავად. მყიდველებს შეუძლიათ ნივთები გაგზავნონ მოსაზომ ოთახებში ან პირდაპირ მაღაზიის დახლზე.