ამერიკის დეკამილიარდერი ოჯახები

ამერიკის დეკამილიარდერი ოჯახები

მილიარდი დოლარი ის აღარაა, რაც ადრე იყო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს მრავალ თაობას შორის ნაწილდება. ასე რომ, ჩვენ ვზრდით ფსონს. აშშ-ში უმდიდრესი ოჯახების ჩვენი ნახევრად რეგულარული რეიტინგის ამ გამოცემაში კვალიფიკაციის მისაღებად, გჭირდებათ მინიმუმ $10 მილიარდის წმინდა ღირებულება. ორმოცდახუთი კლანი ახერხებს აქ მოხვედრას, მათ შორის, ისეთი  ისტორიული სახელები, როგორიცაა როკეფელერები, ჰერსტები და ჰანტები. (მათი საერთო სიმდიდრე $1,3 ტრილიონია) მაგრამ სხვა ცნობილი დინასტიები – კენედები და გეტიები, მხოლოდ ორი რომ დავასახელოთ – უბრალოდ არასაკმარისად მდიდრები არიან.

1. უოლტონი

წმინდა ღირებულება: $267 მილიარდი

წყარო: Walmart

ოჯახის, სულ მცირე, 39 წევრი

ბოლო ათწლეულის განმავლობაში Walmart-ის დაახლოებით $22 მილიარდის აქციების გაყიდვისა და $11 მილიარდის გაცემის მიუხედავად, კომპანიის თანადამფუძნებლების სემ (გარდ. 1992) და ბად უოლტონის (გარდ. 1995) შვიდი მილიარდერი შთამომავალი მაინც ფლობს საცალო გიგანტის აქციების 45%-ს. სემის უფროსი ვაჟი, რობი, ზის Walmart-ის საბჭოში რობის ძმისშვილთან, სტიუარტთან და სიძესთან, გრეგ პენერთან ერთად, რომელმაც რობი საცალო ვაჭრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე 2015 წელს, ხოლო NFL-ის Denver Broncos-ის მაკონტროლებელი მფლობელის ამპლუაში გასულ ოქტომბერს შეცვალა. ოჯახის სიმდიდრეს ზრდის შვიდი სპორტული გუნდი (მათ შორის, Los Angeles Rams-ი და ბრიტანული ფეხბურთის ზემძლავრი Arsenal-ი), რომელიც სტენ კრონკეს, ბადის ქალიშვილის, ენ უოლტონ კრონკეს ქმარს ეკუთვნის.

2. მარსი

$117 მილიარდი • ტკბილეული, შინაური ცხოველების საკვები

სულ მცირე, 37 წევრი

და-ძმა ჟაკლინ და ჯონ მარსები, მათი ძმის, ფორესტ უმცროსის (გარდ. 2016) ოთხ ქალიშვილთან ერთად, ტკბილეულისა და შინაური ცხოველების საკვებ გიგანტ MARS-ს ფლობენ. ვირჯინიაში დაფუძნებული კომპანია McLean-ი ფლობს ათობით საკულტო ბრენდს, მათ შორისაა M&Ms-ი, Snickers-ი, ბრინჯი Ben’s Original-ი და ძაღლის საკვები Pedigree; 2022 წელს მან $47 მილიარდის შემოსავალი მიიღო. ფრენკ მარსმა (გარდ. 1934)  თავისი სამზარეულოდან 1911 წელს დაიწყო კარაქის კანფეტების გაყიდვა. 88 წლის ჯონი, ოჯახის უკანასკნელი წევრი იყო აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე. მან პოსტი 2001 წელს დატოვა. ჟაკლინის ვაჟი სტივენ ბაჯერი და ფორესტ უმცროსის ქალიშვილი ვიქტორია საბჭოს წევრები არიან.

3. კოხი

$116 მილიარდი • Koch Industries

სულ მცირე,19 წევრი

1967 წელს მისი მამის, ფრედის გარდაცვალებისას, დღეს უკვე 88 წლის ჩარლზ კოხმა გადაიბარა ის, რაც $125 მილიარდის (2022 წლის გაყიდვები) კონგლომერატ Koch Industries-ად გადაიქცა. ნავთობის გადამუშავებით დაწყებული, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქაღალდის პირსახოცებით დამთავრებული, კოხს ხელი ყველაფერზე უდევს. ჩარლზსა და ჯულია კოხს, მისი ძმის, დევიდის (გარდ. 2019) ქვრივს, ორივეს ხმის 42% აქვს. და-ძმების ბილისა და ფრედერიკის (გარდ. 2020) წილი ჩარლზმა და დევიდმა 1983 წელს გამოისყიდეს, რამაც გამოიწვია ორ ათწლეულზე გაწელილი სასამართლო პროცესი გადახდის გამო (გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით $800 მილიონის). GOP-მეგადონორი ჩარლზი არაა ტრამპის ფანი: მისმა არაკომერციულმა ქსელმა Stand Together-მა და Koch Industries-მა თითოეულმა $25 მილიონი შეიტანა სუპერ PAC-ში, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი  ნიკი ჰეილის დაუჭირა.

4. კარგილ-მაკმილანი

$60.6 მილიარდი • Cargill Inc.

სულ მცირე,100 წევრი

გაფართოებული ოჯახი, რომელიც მოიცავს 21 ინდივიდუალურ მილიარდერს, ფლობს 88%-ს Cargill-ში, შემოსავლების მიხედვით აშშ-ის უმსხვილეს კერძო კომპანიაში. 1865 წელს უ. უ. კარგილის დაარსებული მარცვლეულის შესანახი კომპანია, $177-მილიარდიანი შემოსავლით, მთავარი მოთამაშეა მარცვლეულის წარმოებაში. ის აწარმოებს სიმინდის სიროფს, სახამებელს, პირუტყვის საკვებს, და მონაწილეობს ხორცის შეფუთვასა და ენერგეტიკულ ვაჭრობაში. უიტნი მაკმილანი (გარდ. 2020) იყო ოჯახის ბოლო წევრი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე, 1976 წლიდან 1995 წლამდე.

5. ჯონსონი

$44,8 მილიარდი • Fidelity

სულ მცირე,  12 წევრი

აბიგეილ ჯონსონი, Fidelity Investments-ის დამფუძნებლის, ედუარდ ჯონსონ II-ის (გარდ. 1984) შვილიშვილი, 2014 წელს ჰეჯ-ფონდის გიგანტის აღმასრულებელი დირექტორი, ხოლო ორი წლის შემდეგ – თავმჯდომარე გახდა. მისი ხელმძღვანელობით, Fidelity-ის აქტივები $2 ტრილიონიდან $4.4 ტრილიონამდე გაიზარდა, ამასთან ერთად, მან გააფართოვა მდგრადი ფონდები და მოიცვა Bitcoin-ი. აბიგეილის ძმა ედუარდ IV Fidelity-ს კუთვნილ საინვესტიციო ფირმა Pembroke Real Estate-ს მართავს. მისი მამა, ედვარდ „ნედ“ ჯონსონ III (გარდ. 2022), ფირმას ოთხი ათწლეულის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

6. პრიცკერი

$41,6 მილიარდი • სასტუმროები, ინვესტიციები

სულ მცირე 82 წევრი 

Hyatt Hotels-ის დინასტიის მესამე თაობა ამაყობს 10 მილიარდერით, მათ შორის არიან პენი პრიცკერი, აშშ-ის ყოფილი სავაჭრო მდივანი; ილინოისის გუბერნატორი ჯ. ბ. პრიცკერი, ქვეყნის უმდიდრესი არჩეული თანამდებობის პირი; კინორეჟისორი ჯიჯი პრიცკერი, 2021 წლის ფილმ The Eyes of Tammy Faye-ს პროდიუსერი; და ტომ პრიცკერი, Hyatt Hotels-ის ამჟამინდელი თავმჯდომარე. ოჯახის ქონება სათავეს 1957 წელს ლოს-ანჯელესში ერთი მოტელის შეძენიდან იღებს. პრიცკერებმა 2000-იების დასაწყისში წლები გაატარეს ერთმანეთზე ჩივილში ტრასტების გამო, სანამ 2005 წელს ქონების გაყოფაზე შეთანხმდებოდნენ.

7. ჯონსონი

$38,5 მილიარდი • S.C. Johnson

სულ მცირე, 70 წევრი

სამუელ კერტის ჯონსონმა 1886 წელს იყიდა პარკეტის იატაკის კომპანია და ორი წლის შემდეგ შეიმუშავა იატაკის ცვილი. დღეს S.C. Johnson-ი ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Windex-ი, Shout-ი, Ziploc-ი და Raid-ი. ოჯახი კვლავ სრულად აკონტროლებს $11.2 მილიარდის (სავარაუდო გაყიდვები) კერძო კომპანიას. ჰერბერტ ფისკ ჯონსონ III, დამფუძნებლის შვილიშვილი, თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორია. მისი და ჰელენ ჯონსონ-ლაიპოლდი თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორია Johnson Outdoors-ში, საჯარო ვაჭრობის კომპანიაში, რომელიც ყიდის მყვინთავების აღჭურვილობას, ბანაკის ღუმელებსა და კარვებს.

8. კეითი

$33,6 მილიარდი • Chick-fil-A

სულ მცირე 47 წევრი

1967 წელს, ატლანტის სავაჭრო ცენტრში ს. ტრუეტ კეითის (გარდ. 2014 წ.) მიერ პირველი Chick-fil-A-ს გახსნიდან, შემწვარი ქათმის პირველმა ოჯახმა დიდი გზა გაიარა. 3000-ზე მეტი ფილიალისგან შემდგარ ქსელს, მამის, დენის ნაცვლად, 2021 წლიდან აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მისი შვილიშვილი ენდრიუ მართავს. 2022 წელს რესტორნებმა $6.4 მილიარდი გამოიმუშავეს; მომავალ წელს Chick-fil-A გეგმავს თავისი პირველი საზღვარგარეთის ფილიალის  გახსნას დიდ ბრიტანეთში. ქსელს, რომელიც ტრადიციულად კვირაობით იხურება, შესაძლოა ახალი კონტრაქტების პოლიტიკის შემუშავება მოუწიოს ნიუ-იორკის შტატშორისი ტრასის გასწვრივ შვიდ ფილიალში, იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება შემოთავაზებული შტატის კანონი, რომელიც საგზაო დასასვენებელი ადგილებისგან საკვების შეთავაზების პირობას კვირაში შვიდივე დღეს ითხოვს.

9. დანკენი

$30 მილიარდი • მილსადენები

სულ მცირე, 13 წევრი

დენ დანკენმა (გარდ. 2010) 1968 წელს, $10,000-ით და რამდენიმე პარტნიორით ნავთობისა და გაზის მილსადენის კომპანია Enterprise Product Partners-ი დაიწყო. მას შემდეგ ის გადაიზარდა საწარმოში, რომელიც მოიცავს დაახლოებით 50,000 მილის სიგრძის მილსადენებს და $58 მილიარდზე მეტ წლიურ შემოსავალს გამოიმუშავებს. პარტნიორები დიდი ხანია აღარ არიან და დანკენის ქონება, რომელიც მან თავის ოთხ შვილს დაუტოვა, მისი გარდაცვალების შემდეგ გასამმაგდა უხვი დივიდენდებისა და აქციების მზარდი ფასის წყალობით. რანდა დანკენ უილიამსი, მისი უფროსი შვილი, საბჭოს 2013 წლიდან ხელმძღვანელობს და ერთადერთი დანკენია, რომელიც ამ ბიზნესში რჩება.

10. კოქსი

$26,8 მილიარდი • მედია

სულ მცირე, 37 წევრი 

მედიაგიგანტი Cox Enterprises-ი მოიცავს Cox Communications-ს (საკაბელო და ფართოზოლიანი), Cox Automotive-ს (Autotrader-ი, Kelley Blue Book-ი და Manheim-ი) და გაზეთებს, მათ შორის Atlanta Journal-Constitution-ს. ალექს ტეილორი, 49 წლის აღმასრულებელი დირექტორი, ოჯახის წევრების მეოთხე თაობაა, რომელიც ახლა $22.1 მილიარდის (გაყიდვების) კომპანიას ხელმძღვანელობს. ივლისში, ჯეიმს „ფერგი“ ჩემბერსმა, ტეილორის ბიძაშვილმა და თვითაღიარებულმა კომუნისტმა, სოციალურ მედიაში გამოაცხადა, რომ მან კომპანიას უკან მიჰყიდა თავისი აქციები ოჯახის მხრიდან Atlanta Public Safety Training Center-ის ფინანსურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით პროტესტის ნიშნად, რადგან აღნიშნული ცენტრი პოლიციასა და მეხანძრეებს ავარჯიშებს.

11. ლაუდერი

$25.9 მილიარდი • Estée Lauder

სულ მცირე, 20 წევრი

ბოლო 12 თვის განმავლობაში, მათი კოსმეტიკური კონგლომერატის აქციების 50%-ით დაცემის გამო ლაუდერებმა $16.5 მილიარდი დაკარგეს. აქციებმა მიაღწია ექვსწლიან მინიმუმს მას შემდეგ, რაც კომპანიამ, ნოემბერში, აზიაში სუსტი მუშაობის გამო, მოსალოდნელზე უარესი ფინანსური შედეგები გამოავლინა. ბიზნესს ამჟამად მართავს აღმასრულებელი დირექტორი ფაბრიციო ფრედა, რომელიც არაა ოჯახის წევრი, თუმცა 1946 წელს ბიზნესის დამაარსებელი ესტი ლაუდერის ექვსი შვილი და შვილიშვილები იკავებენ თანამდებობებს, მათ შორის – ხუთ ადგილს საბჭოში.

12. ჰანტი

$24.8 მილიარდი • ნავთობი

100-ზე მეტი წევრი

ამბობდნენ, რომ ოჯახის პატრიარქი და ნავთობის გადამყიდველი ჰ. ლ. ჰანტი (გარდ. 1974 წ.) იყო ჯ. რ. ევინგის რეალური შთაგონება 1970-იანი და 80-იანი წლების მეგაჰიტის, სერიალ Dallas-ისთვის. მისი 14 შვილიდან უფროსის, მარგარეტის (გარდ. 2007) და ჰ. ლ. ჰანტ III-ის (გარდ. 2005) ტრასტებმა 2008 წელს Hunt Petroleum-ი XTO Energy-ს მიჰყიდეს $4.2 მილიარდად ფულად სახსრებსა და აქციებში. ვაჟები რეი ლი და ვ. ჰერბერტი ფლობენ, შესაბამისად, Hunt Oil-სა და Petro-Hunt-ს. ჰ. ლ.-ის ვაჟის, ლამარის (გარდ. 2006) შვილები ფლობენ NFL-ის Kansas City Chiefs-ს.

13. ნიუჰაუსი

$24.1 მილიარდი Condé Nast, გაზეთები

სულ მცირე, 24 წევრი

ძმებმა დონალდმა და სამუელ „სი“ ნიუჰაუს უმცროსმა (გარდ. 2017) Vogue-ისა და Vanity Fair-ის გამომცემელი Condé Nast-ი და მისი მშობელი, Advance Publications-ი, მემკვიდრეობით მიიღეს მამისგან, სემ ნიუჰაუსისგან (გარდ. 1979), რომელმაც ბიზნესი 1922 წელს, სტეიტენ-აილენდის ყოველდღიური გაზეთის ყიდვისას დაიწყო. სი მეთვალყურეობდა ჟურნალების ბიზნესს, შეიძინა პრესტიჟული გამოცემები, როგორიცაა Wired-ი, GQ და The New Yorker-ი, ხოლო დონალდი, რომელიც ახლა 94 წლისაა და პენსიაზე გავიდა, გაზეთის განყოფილებას 1979 წლიდან ხელმძღვანელობდა. დონალდის ვაჟები სტივენი და მაიკლი არიან Advance-ის თანაპრეზიდენტები, ხოლო მისი ბიძაშვილი ჯონათანი Condé Nast-ის თავმჯდომარეა. Advance-ი ასევე ფლობს წილებს სოციალური ახალი ამბების საიტ Reddit-ში და სატელევიზიო და კინოკომპანია Warner Bros. Discovery-ში.

14. ჰერსტი

$22.4 მილიარდი • Hearst Corp.

სულ მცირე, 67 წევრი

უილიამ რენდოლფ ჰერსტმა, მდიდარი მაღაროელის ვაჟმა, San Francisco Examiner-ი 1887 წელს, 23 წლისამ იყიდა, და განაგრძო მრავალი პუბლიკაციის შეძენა, რომელთა შორის Good Housekeeping-ის წინამორბედიც იყო. ასაკის მატებასთან ერთად მან განმარტოება ამჯობინა და ორსონ უელსის 1941 წლის შედევრში „მოქალაქე კეინის“ მთავარი გმირის პროტოტიპი იყო. დღეს $11.8 მილიარდის (2022 წლის შემოსავალი) ოჯახის საკუთრებაში არსებული Hearst Corp.-ს თავმჯდომარეობს მისი შვილიშვილი უილიამ რ. ჰერსტ II, რომელიც ფლობს 200 ჟურნალს, 76 გაზეთს, 35 ტელეკომპანიასა და სარეიტინგო ფირმას Fitch-ს, ასევე წილებს საკაბელო ტელევიზიის ქსელებში A&E, ESPN-სა და Lifetime-ში, პლუს სხვა ბიზნესებს.

15. ბუში

$20 მილიარდი • Anheuser-Busch

სულ მცირე, 21 წევრი 

ლუდსახარში Anheuser-Busch-ის გამოშვებიდან თითქმის 130 წლის შემდეგ ოჯახი იძულებული გახდა, დარჩენილი წილი InBev-ის აგრესიული შესყიდვისას 2008 წელს გაეყიდა. მას შემდეგ ოჯახის წევრები ძირითადად საკუთარ გზას დაადგნენ: ბილი ბუში – Budweiser-ის დამფუძნებლის, ადოლფუს ბუშის შვილთაშვილი, მართავს საკუთარ ე.წ. კრაფტ-ლუდსახარშს და არის ავტორი წიგნისა Family Reins: The Extraordinary Rise and Epic Fall of an American Dinasty; მისი ვაჟი ოგასტი და ქალიშვილი ჰეილი ფლობენ სამ სასტუმროს სამხრეთ ფლორიდაში; და მათი ბიძაშვილი სტივენი Walker’s Cay Bourbon-ს ამზადებს. ხუთი სხვა მართავს Grant’s Farm-ს – ცხოველთა პარკს, რომელიც ოდესღაც ბუშის ოჯახში 1903 წლიდან მყოფი ულისეს ს. გრანტის სახლი იყო.

16. რეიესი

$19.9 მილიარდი • სურსათისა და ლუდის დისტრიბუცია

სულ მცირე, 39 წევრი

ძმებმა ჯუდმა და კრისტოფერმა და მათმა მამამ, ჯოზეფმა (გარდ. 2021 წ.), 1976 წელს $740,000-ად შეიძინეს სამხრეთ კაროლინის ლუდის პატარა დისტრიბუტორი. თავიანთი ბიზნესის, Reyes Holdings-ის განვითარების პარალელურად, მათ შეიძინეს საკვების დისტრიბუტორი Martin Brower-ი; მათი კლიენტები არიან McDonald’s-ი და Chick-fil-A. მათი Reyes Coca-Cola Bottling-ი ავრცელებს გაზიან სასმელს შუა დასავლეთსა და დასავლეთ სანაპიროზე. კრისი და ჯუდი $40 მილიარდის (გაყიდვების) კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელები და თანათავმჯდომარეები არიან. ბიზნესში ჩართულია კიდევ ოთხი ძმა, მათ შორის დიუკი, რომელიც აღმასრულებელი დირექტორია.

17. სმიტი

$19.8 მილიარდი • ინსტრუმენტები, საბანკო საქმე

სულ მცირე, 165 წევრი

ბაირონ ლ. სმიტმა (გარდ. 1914) Northern Trust-ი 1889 წელს დააარსა როგორც ბანკი მდიდარი ჩიკაგოელებისთვის. მოგვიანებით მან განათავსა რეკლამა, რომლითაც წარმოების ბიზნესში ინვესტორს ეძებდა. განცხადებას ინვესტორთა ჯგუფი გამოეხმაურა და მათ 1912 წელს ერთად დააარსეს სამრეწველო აღჭურვილობის მწარმოებელი Illinois Tool Works-ი. ოჯახი ჯერ კიდევ ფლობს საჯაროდ მოვაჭრე Illinois Tool Works-ის მინიმუმ 9%-ს ($7 მილიარდი) და ასევე იტყობინება Northern Trust-ის აქციების 1%-ის ($200 მილიონი) შესახებ. საქმეში ჯერ კიდევ ჩართულია ოჯახის ერთადერთი წევრი, სმიტის შვილთაშვილი დევიდ ბ. სმიტი უმცროსი, რომელიც ორივე კომპანიის საბჭოში ზის.

18. მილსტოუნ-უინტერჰეიმენი

$19.2 მილიარდი • გადახურვა, ქიმიკატები

სულ მცირე, 17 წევრი

დევიდ მილსტოუნი და დევიდ ვინტერი არიან Standard Industries-ის, $11-მილიარდიანი (2022 წლის შემოსავალი) ინდუსტრიული კონგლომერატის აღმასრულებელი დირექტორები. გაერთიანება მოიცავს გადახურვის კომპანია GAF-ს და სპეციალიზებულ ქიმიურ ფირმა W.R. Grace-ს, რომელიც მან 2021 წელს $7 მილიარდად შეიძინა. ორი დევიდი ასევე მეთვალყურეობს $4.4 მილიარდის (მართვის ქვეშ მყოფი აქტივები) Standard Investments-ს, რომელიც ყიდულობს აქციებს საჯარო კომპანიებში და ინვესტირებას სტარტაპებში ახორციელებს. ბიზნესი 1983 წელს დაიბადა, როდესაც კორპორაციულმა რეიდერმა სემ ჰეიმანმა (გარდ. 2009) GAF-ისთვის პროქსი ბრძოლაში გაიმარჯვა. მისი სიძეები მილსტოუნი და უინტერი 2009 წელს თანააღმასრულებელი დირექტორები გახდნენ.

19. ტეილორი 

$19 მილიარდი • Enterprise Rent-A-Car

14 წევრი

კომპანია, რომელიც ჯეკ ტეილორმა (გარდ. 2016) დააარსა, 1957 წელს გახდა Enterprise Rent-A-Car-ი, მეორე მსოფლიო ომში USS Enterprise ავიამზიდზე მუშაობის შემდეგ. მისმა ვაჟმა ენდიმ ის 1991 წლიდან 2013 წლამდე აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე შეცვალა და შეისყიდა როგორც National-ი, ასევე Alamo. ენდის ქალიშვილი კრისი ტეილორი, დღეს 47 წლისა, აღმასრულებელი დირექტორი 2020 წელს გახდა. მან ოქტომბერში $35 მილიარდის (2023 წლის ფისკალური შემოსავალი) ბიზნესს Enterprise Mobility დაარქვა. ჯეკის შვილიშვილი კაროლინ ქინდლ St. Louis City SC-ის აღმასრულებელი დირექტორია. ესაა პირველი Major League Soccer-ის გუნდი, რომელიც ძირითადად ქალებს ეკუთვნის.

20. ბატი

$18.8 მილიარდი • სუპერმარკეტები

სულ მცირე, 56 წევრი

საკულტო მიმდევრებისა და ტეხასსა და მექსიკაში 430 მაღაზიების მქონე სასურსათო ქსელ H-E-B-ის შემოსავალმა 2023 ფისკალურ წელს $46.3 მილიარდს მიაღწია, რაც 12%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით. ფლორენს ბატმა H-E-B 1905 წელს დააარსა მას შემდეგ, რაც მის ქმარს ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვეს და ხანგრძლივად მუშაობა აღარ შეეძლო. მისმა ვაჟმა ჰოვარდ ბატმა მმართველობა 1920-იან წლებში გადაიბარა და მთელ ტეხასში გაფართოვდა. ჰოვარდის ვაჟი ჩარლზი, კომპანიას 1971 წლიდან 2021 წლამდე მართავდა, რის შემდეგაც მან აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ძმისშვილს, ჰოვარდ ბატ III-ს გადასცა. ოჯახი ფლობს კომპანიის დაახლოებით 90%-ს; დანარჩენი თანამშრომლებს ეკუთვნით.

21. ზიფი

$18.5 მილიარდი • გამომცემლობა, ინვესტიციები

სულ მცირე, 15 წევრი

ენთუზიასტი ჟურნალების გამომცემლის Ziff Davis-ის თანადამფუძნებლის (ყველაზე ცნობილია ისეთი გამოცემებით როგორიცაა Car and Driver-ი და PC Magazine-ი) უილიამ ბერნარდ ზიფ უფროსის (გარდ. 1953) სამმა მილიარდერმა შვილიშვილმა, 1994 წლის $1.4 მილიარდის გაყიდვიდან მიღებული ფული მაღალშემოსავლიან საინვესტიციო ჯგუფში გადაიტანეს. ორი ათწლეულის განმავლობაში ერთობლივი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ, 2014 წელს, ზიფებმა დახურეს ჰეჯ-ფონდის თავიანთი საოჯახო ოფისი, Ziff Brothers Investments-ი. ჰეჯ-ფონდი Och-Ziff-ი, რომელიც მათ 1994 წელს დააარსეს და საჯაროდ 2007 წელს გამოაქვეყნეს, მოგვიანებით Sculptor Capital Management-ი გახდა და ის Rithm Capital-მა ნოემბერში $720 მილიონად იყიდა.

22. დიუპონი

$18,1 მილიარდი • DuPont

სულ მცირე, 3500 წევრი

1802 წელს წარმოშობით ფრანგი ამერიკელი ქიმიკოსის, ელიუტერ ირენე დიუპონის მიერ დენთის საწარმოდ დაარსებული ფირმა დღეს აშშ-ის ერთ-ერთი უდიდესი ქიმიური კომპანიაა. ვილმინგტონში, დელავერის შტატში დაფუძნებულმა DuPont de Nemours-მა, 2022 წელს $13 მილიარდის გაყიდვები გამოიმუშავა. დელავერის ყოფილი გუბერნატორის პიტ დიუპონის ვაჟი დერე I დიუპონი (გარდ. 2021), DuPont-ში ლიდერების მეშვიდე თაობისა და ოჯახის ერთადერთი წარმომადგენელია საბჭოს წევრებს შორის. ის ასევე ოჯახის საქველმოქმედო Longwood Foundation-ის პრეზიდენტია.

23. დორანსი

$17 მილიარდი • Campbell Soup

სულ მცირე, 87 წევრი

წვნიანის მეფეებისთვის ეს არაერთგვაროვანი 155 წელი იყო. Campbell Soup Co.-მა 2023 ფისკალური წლისთვის $9.4 მილიარდის შემოსავალი გამოაცხადა, რაც 9%-ით მეტია წინა წელთან შედარებით, მაგრამ მისი აქციების ფასი, მოგების შემცირებასთან ერთად, გასულ აპრილთან შედარებით 20%-ზე მეტით შემცირდა. დორანსის ოჯახი ფლობს კომპანიის 38%-ს, რომელიც 1869 წელს შექმნა კონდენსირებული სუპის გამომგონებელმა ჯონ თ. დორანსმა (გარდ. 1930 წ.). საბჭოში ოჯახის სამი წევრია: დორანსის შვილთაშვილი მერი ელის მელოუნი, მისი ბიძაშვილი არჩიბოლდ ვან ბიურენი და მისი ძმისშვილი ბენეტ დორანს უმცროსი.

24. ბრაუნი

$16.5 მილიარდი • Jack Daniel’s

სულ მცირე, 25 წევრი 

ჯორჯ გარვინ ბრაუნის მიერ 1870 წელს, ლუისვილში, კენტუკიში დაარსებული Brown-Forman-ი, ყველაზე მეტად თავისი ვისკითაა ცნობილი. ბრენდებში შედის Jack Daniel’s-ი, Old Forester-ი და Woodford Reserve-ი. მას ასევე ეკუთვნის Tequila Herradura, Fords Gin-ი და Diplomático Rum-ი, რომლებიც მან 2023 წლის იანვარში $725 მილიონად იყიდა. ბრაუნის ოჯახი ფლობს საჯაროდ მოვაჭრე ფირმის დაახლოებით 50%-ს. თავმჯდომარეა დამფუძნებლის შვილთაშვილი კემპბელ ბრაუნი. სამი სხვა ბრაუნი კი საბჭოს წევრები არიან.

25. კოლერი

$16.2 მილიარდი • ტუალეტები, ონკანები

სულ მცირე, 20 წევრი

ონკანებისა და ტუალეტების საკულტო მწარმოებელი Kohler-ი, 1873 წლიდან და Sheboygan Union Iron & Steel Foundry-დან იღებს სათავეს. ჯონ მაიკლ კოლერმა და მისმა პარტნიორმა ის იყიდეს და თუჯისგან ფერმის იარაღების დამზადება დაიწყეს; ცნობილი აბაზანის ხაზი მაშინ დაიწყო, როდესაც კოლერმა მინანქრით დაფარა წყლის ღუმელი და voilà: ესეც შენი აბაზანა. დღეს კომპანია ასევე ყიდის ავეჯს, კერამიკულ ფილებს, გენერატორებსა და ძრავებს. კოლერი ფლობს ორ გოლფის მოედანს ვისკონსინში და Old Course Hotel-ს სენტ-ენდრიუსში, შოტლანდიაში. ჰერბერტ კოლერ უმცროსმა (გარდ. 2022) და მისმა დამ, რუთმა (გარდ. 2020 წ.), დამფუძნებლის შვილთაშვილებმა, გავრცელებული ინფორმაციით, საკუთრების თავიანთი ოჯახის შტოს ქვეშ გასაერთიანებლად 1998 წელს 300 აქციონერი გამოისყიდეს. ჰერბერტის ვაჟი დევიდი ოჯახის აღმასრულებელი დირექტორების მეოთხე თაობაა.

26. ჯონსონი

$16 მილიარდი Johnson & Johnson, New York Jets

სულ მცირე,8 წევრი

New York Jets-ს Super Bowl-ი 55 წლის განმავლობაში არ მოუგია, მაგრამ გუნდი იყო დიდი ინვესტიცია ოჯახისთვის, რომელმაც ფული ფარმაცევტულ გიგანტ Johnson & Johnson-ისგან გამოიმუშავა. რობერტ „ვუდი“ ჯონსონ IV, ამერიკის ელჩი გაერთიანებულ სამეფოში პრეზიდენტ ტრამპის დროს, 2000 წელს ოჯახის მიერ NFL-ის გუნდის $635 მილიონად შეძენას ხელმძღვანელობდა. დღეს ფრენჩაიზის ღირებულება დაახლოებით $5.6 მილიარდია (ვალის გარეშე). ვუდის ძმა კრისტოფერი, მის ხუთ და-ძმას შორის უკანასკნელი ცოცხლად დარჩენილი, Jets-ის ვიცე-თავმჯდომარეა.

27. (თანაბარი) მეიერი

$15.9 მილიარდი • სუპერმარკეტები

სულ მცირე, 18 წევრი

ჰენდრიკ მეიერმა თავისი პირველი სასურსათო მაღაზია მიჩიგანში 1934 წელს გახსნა. ის და მისი ვაჟი ფრედერიკი 1962 წელს გრანდ-რაპიდსში სუპერცენტრ Thrifty Acres-ის გახსნით პიონერები გახდნენ. ცენტრი აერთიანებდა უნივერმაღსა და სასურსათო მაღაზიას ერთი (ძალიან დიდი) სახურავის ქვეშ. კომპანია ამჟამად ამუშავებს 240-ზე მეტ მაღაზიას მთელ შუა დასავლეთში. 1990 წლიდან 2017 წლამდე, ფრედერიკის ვაჟები ჰენკი და დუგი კომპანიას თანათავმჯდომარეობით მართავდნენ. ჰენკი ახლა აღმასრულებელი თავმჯდომარეა; დუგი და მესამე ძმა, მარკი, საბჭოში მსახურობენ. 2020 წელს ჰენკის ვაჟი პიტერი მიჩიგანიდან კონგრესში აირჩიეს. შემდეგ წელს დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისთვის კენჭისყრის შემდეგ მან 2022 წელს რესპუბლიკური პარტიის პრაიმერი წააგო. ახლა ის კენჭს სენატში იყრის.

27. (თანაბარი) მარიოტი

$15.9 მილიარდი • სასტუმროები

სულ მცირე,100 წევრი

ჯ.ვ. მარიოტი (გარდ. 1985) საცხოვრებლის ბიზნესში შევიდა 1957 წელს, როდესაც მან გახსნა მსოფლიოში უდიდესი „საავტომობილო სასტუმრო“ არლინგტონში, ვირჯინიაში. ის წარმოუდგენლად გაიზარდა და გახდა Marriott International-ი, რომელშიც მორწმუნე მორმონების ოჯახს ჯერ კიდევ 16%-იანი წილი აქვს, და დღეს 8700 ობიექტს ამუშავებს 30-ზე მეტი სახელით, მათ შორისაა Westin-ი, Sheraton-ი, Ritz-Carlton-ი და St. Regis-ი. ჯ. ვ.-ს შვილთაშვილი, დიდი ხნის აღმასრულებელი დირექტორის, დევიდის ვაჟი, თავმჯდომარეა 2022 წლიდან. დევიდის ძმამ, ჯ. III-მ (იოანემ), 2017 წელს უჩივლა თავის ოჯახს, იმის მტკიცებით, რომ მას მემკვიდრეობა რელიგიური მიზეზების გამო შეუკვეცეს, მას შემდეგ, რაც ის მეუღლეს გაშორდა. მარიოტებმა ეს უარყვეს და საკითხი ჩუმად, სასამართლოს გარეშე გადაწყდა.

27. (თანაბარი) სტრაიკერი

$15.9 მილიარდი • სამედიცინო აღჭურვილობა

სულ მცირე, 11 წევრი

დოქტორმა ჰომერ სტრაიკერმა (გარდ. 1980 წ.), ქირურგ-ორთოპედმა და საავადმყოფოს საწოლის გამომგონებელმა, რომელიც პაციენტთა პოზის შეცვლის საშუალებას იძლეოდა, 1941 წელს დააარსა $18.4 მილიარდის (2022 წლის გაყიდვებით) Stryker Corp-ი. ჰომერის შვილიშვილი რონდა სტრაიკერი საბჭოში ზის და და-ძმებთან ერთად კომპანიის დაახლოებით 10%-ს ფლობს. Stryker-ის აქციები 2020 წლიდან 36%-ით გაიზარდა ორთოპედიული პროცედურების ზრდის ფონზე. რონდა და მისი ქმარი $100 მილიონს აჩუქებენ Spelman College-ს, რაც ისტორიულად ე.წ. შავი სკოლისთვის ოდესმე გაღებული ყველაზე დიდი საჩუქარია.

30. კრაუნი

$14.7 მილიარდი • თავდაცვა, ინვესტიციები

სულ მცირე,24 წევრი

საშუალო სკოლიდან გამოვარდნილმა ჰენრი კრაუნმა (გარდ. 1990) 1919 წელს დააარსა ხრეშის, ქვანახშირისა და კირის მიწოდების კომპანია, რომელიც 1959 წელს General Dynamics-თან გაერთიანდა; იგი საბჭოს მომდევნო წელს შეუერთდა. კრაუნი იძულებული გახდა გასულიყო General Dynamics-იდან 60-იანი წლების შუა პერიოდში, მაგრამ 1970 წლისთვის თავდაცვის ფირმის მაკონტროლებელი აქციონერი გახდა. მისი შთამომავლები კვლავ ფლობენ General Dynamics-ის 10%-ს ($7.1 მილიარდი), პლუს JPMorgan-ის წილს; ისინი ასევე 20 სათხილამურო კურორტის მფლობელები ან თანამფლობელნი არიან (მათ შორის, ასპენში, კოლორადოში და იუტის ირმის ხეობაში). ჯეიმს კრაუნი, Henry Crown & Co.-ს აღმასრულებელი დირექტორი და პატრიარქის შვილიშვილი, ასპენის ავტოდრომზე მომხდარ ავარიაში გასულ ივლისს, თავისი 70 წლის დაბადების დღეზე გარდაიცვალა.

31. ჰასლამი

$14.4 მილიარდი • სატვირთო მანქანების გაჩერებები, Cleveland Browns

სულ მცირე, 33 წევრი

ძმებმა ჯიმი და ბილ ჰასლამებმა იანვარში Berkshire Hathaway-ს მიჰყიდეს თავიანთი დარჩენილი 20% წილი 1958 წელს მამის დაარსებულ, გზისპირა სატვირთო მანქანების გაჩერების კომპანია Pilot Flying J-ში. გარიგებით დასრულდა სამართლებრივი დავა, რომელშიც თითოეული მხარე მეორეს უკეთესი ფასის მისაღებად კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის მანიპულირებაში ადანაშაულებდა. ოჯახმა Pilot-ის 39% მიჰყიდა Berkshire-ს 2017 წელს $2.8 მილიარდად, ხოლო 41% 2023 წლის იანვარში $8.2 მილიარდად. ჯიმი და მისი მეუღლე NFL-ის Cleveland Browns-ს ფლობენ; ბილმა, ტენესის ყოფილმა გუბერნატორმა, 2023 წელს Nashville Predators-ის პროფესიონალურ ჰოკეის გუნდში უმცირესობის წილი შეიძინა.

32. (თანაბარი) ჩაო

$14.2 მილიარდი • ქიმიკატები, სამშენებლო პროდუქტები

სულ მცირე, 21 წევრი

ტ. ტ. ჩაოს (გარდ. 2008) ოჯახი 1986 წელს ტაივანიდან შეერთებულ შტატებში გადავიდა და ჰიუსტონში დააარსა ნავთობქიმიური და სამშენებლო პროდუქტების კონცერნი, რომელიც ახლა Westlake Corporation-ის სახელითაა ცნობილი. კომპანია სანტექნიკისთვის PVC-ის მილების მთავარი მწარმოებელი და პლასტმასის გამოყენებით პარკებისა და შეფუთვის დამმზადებელი ერთ-ერთი უდიდესი ჩრდილოამერიკული კომპანიაა. ოჯახი $12.8-მილიარდიანი ქონების 73%-იან წილს ფლობს. 2004 წლიდან, შვილები ჯეიმსი და ალბერტი, შესაბამისად, თავმჯდომარედ და აღმასრულებელ დირექტორად მსახურობდნენ.

32. (თანაბარი) როლინსი

$14.2 მილიარდი • Orkin-ის მავნებლების კონტროლი

სულ მცირე, 10 წევრი

დეპრესიის ეპოქის ფერმერის ვაჟები, უეინი (გარდ. 1991 წ.) და ჯონი (გარდ. 2000 წ.) გადაურჩენ მთელი ცხოვრება „უღლის ტარებას“ მას შემდეგ, რაც რეგიონული რადიოსადგურებიდან ადრეული სიმდიდრე გამოიმუშავეს. ძმებმა 1964 წელს $62 მილიონად Orkin-ი იყიდეს. მწერების დახოცვის ეროვნული ქსელი ოჯახის საჯაროდ მოვაჭრე Rollins Inc-ის ქვაკუთხედია. უეინის ვაჟი გერი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან 2023 წელს გადადგა, მაგრამ თავმჯდომარედ რჩება. სექტემბერში ოჯახმა $1.5 მილიარდზე მეტი წინასწარი გადასახადისთვის 9%-იანი წილი გადმოტვირთა. ის კვლავ ფლობს $21 მილიარდის (საბაზრო კაპიტალი) კომპანიის თითქმის 40%-ს. ცხრაწლიანი ოჯახური უთანხმოება ფულადი სახსრების გამოყოფასთან დაკავშირებით საბოლოოდ 2019 წელს მოგვარდა.

34. მელონი

$14.1 მილიარდი • საბანკო საქმე

სულ მცირე, 200 წევრი

მოსამართლე თომას მელონი (გარდ. 1908) ირლანდიელი ემიგრანტი იყო, რომელმაც პიტსბურგში უძრავი ქონება თავისი იურიდიული კარიერის შემოსავლით იყიდა. 1869 წელს მან გახსნა T. Mellon & Sons Bank-ი. მისმა ვაჟმა ენდრიუ მელონმა (გარდ. 1937) ოჯახის ხაზინა კიდევ უფრო გაზარდა ინვესტიციებით კომპანიებში, რომლებიც შემდეგ Alcoa და Gulf Oil-ი გახდნენ. 1921 წლიდან 1932 წლამდე მსახურობდა აშშ-ის ხაზინის მდივნის თანამდებობაზე. ხელოვნების მოყვარულმა კოლექციონერმა ენდრიუმ დააარსა National Gallery of Art-ი ვაშინგტონში და მას ასობით ნამუშევარი გადასცა. შემდგომმა თაობებმა თავიანთი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე საქველმოქმედო ფონდებს დაუთმეს (რასაც Forbes არ ითვალისწინებს ოჯახის წმინდა ღირებულებაში). გასულ წელს რესპუბლიკელმა მეგადონორმა ტიმოთი მელონმა, ენდრიუს შვილიშვილმა, $5 მილიონი გაიღო რობერტ კენედი უმცროსის საპრეზიდენტო კამპანიისთვის.

35. ჰიუზი

$13.8 მილიარდი • ავტონომიური საწყობი 

სულ მცირე,12 წევრი

თითქმის 2 მილიონმა ამერიკელმა დააგროვა იმდენი ნივთი, რომ ამ ყველაფრის საკუთარ სახლებში მოთავსება მათ აღარ შეუძლიათ. კომპანია Public Storage-მა, რომელიც თანადააარსა ბ. უეინ ჰიუზ უფროსმა (გარდ. 2021 წ.), სარგებელი ნახა ამ ჭარბი მოხმარებით, გახსნა რა 3000 ლოკაცია 40 შტატსა და რვა ქვეყანაში, რათა ადამიანებს თავიანთი უსარგებლო ნივთების შენახვის საშუალება ჰქონოდათ. უეინის ორი შვილი, თამარა გუსტავსონი (Public Storage-ის გამგეობის წევრი) და ბ. უეინ ჰიუზ უმცროსი ერთად ფლობენ $50 მილიარდის (საბაზრო კაპიტალიზაციის) კომპანიის დაახლოებით 13%-ს. ოჯახი ფლობს Spendthrift Farm-ს კენტუკიში, რომელსაც სხვებთან ერთად 2020 წლის Kentucky Derby-ის გამარჯვებულს, Authentic-ს ეკუთვნის.

36. ბასი

$13.3 მილიარდი • ნავთობი, ინვესტიციები

სულ მცირე, 20 წევრი

ოთხმა ძმა ბასებმა – სიდმა, ედუარდმა, რობერტმა და ლიმ – 1959 წელს სათითაოდ მემკვიდრეობით მიიღო მცირე ქონება მათი ბიძის, ნავთობის მაგნატ სიდ რიჩარდსონისგან. მათ ეს მემკვიდრეობა მილიარდებად აქციეს ჰეჯ-ფონდებში, უძრავ ქონებასა და ExxonMobil-ის აქციებში ინვესტიციებით. რობერტი მონაწილეობდა საინვესტიციო ფირმის წამოწყებაში, მათ შორის Oak Hill Advisors-ში; ედი ფლობს Sundance Square-ს, 37-კვარტალიან ტერიტორიას ფორტ-უორტის ცენტრში; ლის აქვს ტეხასის საქონლის რანჩოები. სიდის გარდაცვლილი მეუღლის, ანის ხელოვნების კოლექციამ, რომელშიც შედიოდა როტკოსა და მონეს ნამუშევრები, 2022 წელს აუქციონზე $363 მილიონი მოიტანა.

37. ფარმერი

$12.5 მილიარდი • უნიფორმები

თითქმის 40 წევრი

დიდი დეპრესიის დროს, უმუშევარმა ცირკის მსახიობებმა დოკ და ამელია ფარმერებმა შეაგროვეს ძველმანები, გაასუფთავეს და ხელახლა გაყიდეს. ეს თავმდაბალი წამოწყება  მათმა შვილიშვილმა დიკ ფარმერმა (გარდ. 2021) გადააქცია საოჯახო კომპანია Cintas-ად, ლიდერად სამუშაო უნიფორმების გაქირავებასა და კომერციულ დასუფთავებაში, რომელსაც იგი თავიდან აღმასრულებელი დირექტორის რანგში ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი თავმჯდომარე იყო თითქმის 40 წლის განმავლობაში. მისი ვაჟი სკოტი ახლა არის $8.8-მილიარდიანი (2023 ფისკალური შემოსავალი) ფირმის თავმჯდომარეა, რომელსაც ჰყავს 1 მილიონზე მეტი მომხმარებელი და აწვდის უნიფორმებს ყველას, კაზინოს ორმოს ბოსებიდან დაწყებული, საცურაო აუზის მომვლელებამდე, და უზრუნველყოფს დასუფთავების მომსახურებას, მასალებს საპირფარეშოებისთვის და სხვა. ოჯახი მინიმუმ $70 მილიონს დაჰპირდა სკოტისა და დიკის ალმა მატერს, Miami University-ს ოჰაიოში, რომლის ფარმერების სახელობის ბიზნესის სკოლა 2009 წელს გაიხსნა.

38. საიმონი

$11.6 მილიარდი • სავაჭრო ცენტრები

სულ მცირე, 43 წევრი

1960 წელს, ჰერბ საიმონისა და მისი ძმის მელვინის (გარდ. 2009 წ.) დაარსებული Simon Property Group-ი ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრის მფლობელია, რომელსაც აქვს წილები 163 სავაჭრო ცენტრსა და ობიექტში, ისევე როგორც ათობით სხვა საკუთრებაში მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანია, რომელსაც მართავს მელვინის ვაჟი დევიდი, პანდემიის შემდეგ აღდგა და ახლა დაახლოებით $1.5 მილიარდის ინვესტირებას ახდენს საკუთარ პორტფოლიოში აპარტამენტებისა და სასტუმროების დასამატებლად. ახლახან ჰერბმა NBA-ის Indiana Pacers-ის 15% თანამემამულე მილიარდერ სტივენ რალსს დაახლოებით $360 მილიონად მიჰყიდა; ის კვლავ ფლობს ფრენჩაიზის 80%-ს.

39. ჯენკინსი

$11.2 მილიარდი • სუპერმარკეტები

სულ მცირე, 29 წევრი 

Publix Super Markets-ი თანამშრომლების საკუთრებაში არსებული უმსხვილესი ფირმაა ქვეყანაში, 250,000 თანამშრომლით, რომლებიც ყოფილ თანამშრომლებთან ერთად კომპანიის 80%-ს ფლობენ. (დანარჩენი ეკუთვნის ჯენკინსის ოჯახს.) 2022 წელს შემოსავალმა $54.5 მილიარდს მიაღწია, რაც წინა წლისას 13.6%-ით აღემატება. უილიამ ე. „ედ“ კრენშოუ, დამფუძნებლის შვილიშვილი, ბიზნესის თავმჯდომარეა; ოჯახის კიდევ ორი წევრი – ჯენიფერ და ჰოვარდ ჯენკინსები – ასევე მსახურობენ საბჭოში. ჯორჯ ჯენკინსმა (გარდ. 1996) Publix-ი 1930 წელს, მეტოქე Piggly Wiggly-ის დატოვების შემდეგ დააარსა. სამხრეთ-აღმოსავლეთის რვა შტატში Publix-ის 1360 მაღაზიაა.

40. სიმპლოტი

$11,1 მილიარდი • აგრობიზნესი

სულ მცირე, 23 წევრი 

კარტოფილის მეფემ, რვა კლასის განათლების მქონე ჯ. რ. სიმპლოტმა (გარდ. 2008), 1940-იან წლებში შექმნა პირველი კომერციულად მოგებიანი გაყინული კარტოფილი ფრი. ამას მოჰყვა რეი კროკთან ხელის ჩამორთმევით შეთანხმება McDonald’s-ისთვის მიწოდების შესახებ – გარიგება კვლავ ძალაშია 57 წლის შემდეგ. ოჯახის საკუთრებაში არსებული J.R. Simplot Co. ასევე ყიდის სასუქებს, რომლებზეც მოთხოვნა გაიზარდა უკრაინისა და რუსეთის მიწოდების დეფიციტის ფონზე. ჯ.რ.-ის ვაჟი სკოტი თავმჯდომარეა; საბჭოში მისი ქალიშვილი გეი ზის.

41. ჯონსონი

$10,5 მილიარდი • ჰეჯ ფონდები

სულ მცირე, 26 წევრი

1947 წელს რუპერტ ჯონსონმა (გარდ. 1989) დააარსა Franklin Resources-ი. მისი ვაჟები ჩარლზ და რუპერტ უმცროსი ერთად მართავდნენ ჰეჯ ფონდის გიგანტს (ასევე ცნობილს როგორც Franklin Templeton-ი) თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში. ჩარლზი, დღეს 91 წლისა, თავმჯდომარის პოსტიდან 2013 წელს პენსიაზე გავიდა; 83 წლის რუპერტ უმცროსი ვიცე-თავმჯდომარედ რჩება. ჩარლზის ქალიშვილი ჯენი ჯონსონი ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორია; მისი ვაჟი გრეგი საჯარო ვაჭრობის კომპანიას ხელმძღვანელობს, რომელიც $1.4 ტრილიონზე მეტ აქტივებს მართავს. გრეგი ასევე თავმჯდომარეობს ბეისბოლის მთავარი ლიგის San Francisco Giants-ს, რომლის დაახლოებით 26%-ს ოჯახი ფლობს.

42. როკფელერი 

$10.3 მილიარდი • ნავთობი, ინვესტიციები

სულ მცირე, 200 წევრი

Standard Oil-ის დამფუძნებელი და ამერიკის პირველი მილიარდერის, ჯონ როკფელერის შთამომავლების რაოდენობა, სულ მცირე, 200-ს შეადგენს. ოჯახის ფულის ნაწილს მართავს Rockefeller Capital Management-ი, რომელიც ეკუთვნის მილიარდერ ანდრეას ჰალვორსენის ჰეჯ-ფონდს, Viking Global Management-ს, როკფელერის ოჯახის ტრასტს, და კანადელი მილიარდერის, დეზმარაის ოჯახს. როკფელერის ქველმოქმედებას ღრმა ფესვები აქვს. ჯონ დ.-მ 1890 წელს დააარსა University of Chicago და სამედიცინო ცენტრი Rockefeller University 11 წლის შემდეგ. Rockefeller Foundation-ს, რომელიც წელიწადში $175 მილიონს გასცემს, დაახლოებით $5.3 მილიარდის წმინდა აქტივები აქვს.

43. ტიში

$10.1 მილიარდი • დივერსიფიცირებული

სულ მცირე, 47 წევრი

ტიშებს ღრმა ფესვები აქვთ ნიუ-იორკში, სადაც მათი კონგლომერატი Loews Corp.-ია განთავსებული (დაზღვევა, სასტუმროები, ენერგია, შეფუთვა). დამფუძნებლები, ძმები ბობი (გარდ. 2005) და ლარი (გარდ. 2003) ბრუკლინში დაიბადნენ. ბობი იყო ქალაქის ვიზიტორთა ბიუროს თავმჯდომარე, რამაც, 1970-იანი წლების სარეკლამო კამპანიით, ხელი შეუწყო „დიდი ვაშლის“ მეტსახელის პოპულარიზაციას. მათ სახელს ატარებს NYU-ის ტიშის ხელოვნების სკოლა; ოჯახი ფლობს NFL-ის New York Giants-ის 50%-ს, 1991 წელს $75 მილიონად შეძენილი წილით, რომელიც ახლა დაახლოებით $3.2 მილიარდია (ვალის გარეშე). ლარის ვაჟი ჯეიმსი Loews-ის აღმასრულებელი დირექტორია; ბობის ვაჟი ჯონათანი კი თანათავმჯდომარე.

44. (თანაბარი) ბექტელი

$10 მილიარდი • მშენებლობა, ინჟინერია

სულ მცირე, 8 წევრი

2022 წელს, ოჯახის საინჟინრო გიგანტმა Bechtel-მა მოიგო $3 მილიარდის 10-წლიანი კონტრაქტი ფედერალური ენერგეტიკის დეპარტამენტისგან, კარლსბადში, ნიუ-მექსიკოში, ქვეყნის ერთადერთი ღრმა მიწისქვეშა ბირთვული ნარჩენების საცავის სამართავად. 1898 წელს უორენ ა. ბექტელის დაარსებული კომპანია ცნობილია იმით, რომ უზრუნველყოფდა მსოფლიოს ზოგიერთი უდიდესი და ტექნიკურად ყველაზე რთული ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობას, მათ შორის ჰუვერის კაშხლისა და ლა-მანშის გვირაბისას. 2016 წლიდან, მეხუთე თაობის მემკვიდრე ბრენდან ბექტელი აღმასრულებელი დირექტორია.

44. (თანაბარი) გლეიზერი

$10 მილიარდი • უძრავი ქონება, სპორტული გუნდები

29 წევრი

სავაჭრო ცენტრის მაგნატის, მალკომ გლეიზერის (გარდ. 2014) ექვსმა ბავშვმა, მათ შორის Manchester United-ის თანათავმჯდომარეებმა, ავრაამმა და ჯოელმა, დეკემბერში ინგლისის საფეხბურთო კლუბის 68%-იანი წილის მეოთხედი ბრიტანელ ქიმიურ მწარმოებელ მილიარდერ ჯიმ რეტკლიფს მიჰყიდეს. გარიგება, რომელიც Man U-ს $5.4 მილიარდად აფასებს (ვალის გარეშე), გაახარა გულშემატკივრები, რომლებიც წუხდნენ ამერიკული მფლობელობის გამო მას შემდეგ, რაც მალკოლმმა 2005 წელს გუნდი $1.4 მილიარდად მიიღო. გლეიზერის ძმები კვლავ ფლობენ NFL-ის Tampa Bay Buccaneers-ს; 1995 წელს, მათმა მამამ ფრენჩაიზი $192 მილიონად შეიძინა და ახლა ის დაახლოებით $4 მილიარდი ღირს (ვალის გარეშე).

 

მეთოდოლოგია: ჩვენ გამოვრიცხეთ ცალკეული მილიარდერები (და მათი ქვრივები, ზოგიერთ შემთხვევაში), რომლებსაც მიეწერებათ მთელი ოჯახის ქონება და ჩნდებიან Forbes 400-ის უმდიდრესი ამერიკელების სიაში. ოჯახის წევრების რაოდენობა წარმოადგენს სიმდიდრის დამფუძნებლის ცოცხალი შთამომავლების (და მათი მეუღლეების) შეფასებას. სავარაუდო ქონება გამოითვალა აქციების ფასების გამოყენებით 2024 წლის 16 იანვრის მდგომარეობით.

 

რედაქტორები: მეტ დუროტი და ანდრეა მერფი.

რეპორტიორები: რიჩარდ ჯ. ჩანგი, გრეის ჩუნგი, მეტ კრეიგი, ჯემიმა მაკევოი, ემი ფელდმანი, კრის ჰელმანი, მონიკა ჰანტერ-ჰარტი, ჯონ ჰაიატი, ფიბი ლიუ, დევინ მარტინი, ჩეიზ პეტერსონ-უიტორნი, ჯაკომო ტონინი და ჯიჯი ზამორა.