მართალია, ამერიკულ პროფესიონალურ სპორტში Major League Soccer-ი ჯერაც პატარა ძმის როლშია, ის მაინც კოლოსალურად იზრდება. MLS-ის საშუალო გუნდის ღირებულება დღეს $185 მილიონია, რაც 2015 წლის შემდეგ 18%-იანი ზრდაა, სამი წლის წინანდელთან შედარებით კი მთლად 80%-იანი! გასულ წელს ლიგამ ახალი სატელევიზიო კონტრაქტები დადო ESPN-თან, Fox-სა და Univision-თან, რითაც ნაციონალური სატელევიზიო უფლებებიდან მიღებული ულუფა, სულ მცირე, გაისამმაგა: ამ წყაროებიდან ის ახლა $90 მილიონს იღებს. პოტენციურ ინვესტორთა შორის გაჩენილი მასობრივი მოთხოვნის შედეგად, გაფართოების სერიოზული გეგმები გაჩნდა. ატლანტასა და მინესოტას გუნდები მომავალ წელს ეყოლება, ლოს-ანჯელესი კი მეორე გუნდს ერთი წლის თავზე შეიძენს. ჯამში, MLS-ი გეგმავს, მომდევნო რამდენიმე წელიწადში, სულ მცირე, 28 გუნდამდე გაფართოვდეს, ანუ 2008 წელთან შედარებით, გუნდების ოდენობა გააორმაგოს.
MLS-ის გუნდების ღირებულების ზრდასთან ერთად, ფეხბურთელთა გასამრჯელომაც იმატა: 2013 წელს, სულ რაღაც ცხრა საფეხბურთო ვარსკვლავი აკეთებდა $1 მილიონს ან მეტს. დღეს მსგავსი შემოსავალი თითქმის 25-მდე მოთამაშეს აქვს.
1. რიკარდო კაკა ORLANDO CITY SC
ეროვნული ნაკრები: ბრაზილია, ასაკი: 34
შემოსავლები: $9.4 მლნ (ხელფასი: $7.4 მლნ, რეკლამებიდან: $2 მლნ)
2. სტივენ ჯერარდი LA GALAXY
ეროვნული ნაკრები: დიდი ბრიტანეთი, ასაკი: 36
შემოსავლები: $8.6 მლნ (ხელფასი: $6.1 მლნ, რეკლამებიდან: $2.5 მლნ)
3. სებასტიან ჯოვინკო TORONTO FC
ეროვნული ნაკრები: იტალია, ასაკი: 29
შემოსავლები: $8.3 მლნ (ხელფასი: $7.3 მლნ, რეკლამებიდან: $1 მლნ)
4. კლინტ დემპსი SEATLLE SOUNDERS FC
ეროვნული ნაკრები: შეერთებული შტატები, ასაკი: 33
შემოსავლები: $8.2 მლნ (ხელფასი: $4.7 მლნ, რეკლამებიდან: $3.5 მლნ)
5. ტიმ ჰოვარდი COLORADO RAPIDS
ეროვნული ნაკრები: შეერთებული შტატები, ასაკი: 37
შემოსავლები: $8 მლნ (ხელფასი: $5.5 მლნ, რეკლამებიდან: $2.5 მლნ)
6. ფრენკ ლამპარდი NEW YORK CITY FC
ეროვნული ნაკრები: დიდი ბრიტანეთი, ასაკი: 38
შემოსავლები: $8 მლნ (ხელფასი: $6 მლნ, რეკლამებიდან: $2 მლნ)
7. დავიდ ვილია NEW YORK CITY FC
ეროვნული ნაკრები: ესპანეთი, ასაკი: 34
შემოსავლები: $7.9 მლნ (ხელფასი: $9.5 მლნ, რეკლამებიდან: $2 მლნ)
8. მაიკლ ბრედლი TORONTO FC
ეროვნული ნაკრები: შეერთებული შტატები, ასაკი: 29
შემოსავლები: $7.6 მლნ (ხელფასი: $6.6 მლნ, რეკლამებიდან: $1 მლნ)
9. ანდრეა პირლო NEW YORK CITY FC
ეროვნული ნაკრები: იტალია, ასაკი: 37
შემოსავლები: $7.4 მლნ (ხელფასი: $5.9 მლნ, რეკლამებიდან: $1.5 მლნ)
10. ჯოზი ალტიდორი TORONTO FC
ეროვნული ნაკრები: შეერთებული შტატები, ასაკი: 26
შემოსავლები: $6.4 მლნ (ხელფასი: $4.9 მლნ, რეკლამებიდან: $1.5 მლნ)