ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Nvidia მიკროპროცესორების ბრიტანულ მწარმოებელ Arm-ს SoftBank-სგან $40 მილიარდად ყიდულობს. შედეგად Arm-ი Nvidia-ს ერთ-ერთი მიმართულება იქნება, რომლის სათაო ოფისიც დარჩება დიდ ბრიტანეთში. გარიგება ჯერ კიდევ შეთანხმების პროცესშია და მას ინტენსიური შემოწმების გავლა მოუწევს მარეგულირებლისგან.
ცნობისთვის, SoftBank-მა Arm-ი 2016 წელს $31 მილიარდად იყიდა. ბრიტანული კომპანია ეხმარება ისეთ ტექნოლოგიურ გიგანტებს, როგორიცაა Apple-ი, Samsung-ი და Qualcomm-ი.
Nvidia კი ამერიკული კომპანიაა, რომელიც გრაფიკულ პროცესორებს აწარმოებს, რომლის დიზაინს Arm-იც უზრუნველყოფს.
როგორც Nvidia-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა იენსენ ჰუანგმა განაცხადა, Arm-ის შესყიდვის შემდეგ მისი უპირველესი პრიორიტეტი იქნება ახალი ტექნოლოგების Arm-ის დახმარებით წარდგენა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავის მხრივ Arm-ი შეცვლის არსებულ მოდელს.