ჩინური ტექნოლოგიური კომპანია Anker-ი მრავალფუნქციური სათვალეების ბაზარზე შევიდა და Soundcore-ის ბრენდის ბაზაზე, დინამიკებიანი მზის სათვალე, Soundcore Frames-ი წარმოადგინა, რომელიც $199.99 ეღირება. ამ ფასის გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლები სათვალის განსაჭერებსა და ჩარჩოს თვითონ შეარჩევენ – ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია ათი სხვადასხვა დიზაინი.
აღსანიშნავია, რომ სათვალის თითოეულ განსაჭერში ორი დინამიკია ჩაშენებული, რაც მათ ერთგვარ ყურსასმენებად აქცევს. საქმე ისაა, რომ Anker-ი ფსონს ურთიერთშენაცვლებადობაზე ჩამოდის, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, სათვალის განსაჭერები სხვადასხვა დიზაინისა და დანიშნულების ჩარჩოს მიუსადაგონ. ცნობისთვის, დამატებითი ჩარჩოები $49.99 ეღირება და მომხმარებლებს მათთვის მრავალფუნქციური ლინზების არჩევაც შეუძლიათ, მათ შორის პოლარიზებული, ცისფერი შუქის დამბლოკავი და სხვადასხვა ზომის მქონე ლინზები იქნება.
გამომდინარე იქიდან, რომ სათვალის თითოეულ განსაჭერზე ორი დინამიკია დამონტაჟებული, მსმენელი მუსიკას კარგად გაიგებს. მეტიც, The Verge-ის ინფორმაციით, თუკი მუსიკას საშუალო ხმაზე მოუსმენთ, გარშემომყოფებს არ შეაწუხებთ. სათვალის ელემენტი 5.5 საათს სძლებს, ხოლო სათვალის კარკასი წყალგაუმტარია.
ბაზარზე სათვალე ნოემბრის შუა რიცხვებიდან გამოჩნდება, ხოლო მის შეძენას როგორც Anker-ის ოფიციალურ ვებგვერდზე, ისე Amazon-ზეც შეძლებთ.