აფრიკის უმდიდრესი ადამიანი ნიგერიაში $15-მილიარდიან ინვესტიციას გეგმავს

აფრიკის უმდიდრესი ადამიანი ნიგერიაში $15-მილიარდიან ინვესტიციას გეგმავს

აფრიკის უმდიდრესი ადამიანი ალიკო დანგოტი ნიგერიის ეკონომიკის რევოლუციურ პროექტში $15 მილიარდის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. პროექტი ეხება ქალაქ ლაგოსის დასავლეთით მდებარე ნახევარკუნძულზე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, სადაც სამუშაოდ დაახლოებით 30 000 თანამშრომელი უკვე აიყვანეს. სწორედ აქ გეგმავს დანგოტი $15 მილიარდის დახარჯვას, რაც მოცულობით თავის ქონებასაც ($13.5 მილიარდი) აჭარბებს.

როგორც მილიარდერი ფიქრობს, წარმატების შემთხვევაში, აფრიკის უდიდესი ნავთობმწარმოებელი ქარხანა არამარტო შიდასახელმწიფოებრივ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, არამედ მეზობლებსაც მოამარაგებს. ეს კი ნიგერიის ეკონომიკას მნიშვნელოვნად შეცვლის.

ამ დროისთვის, ნიგერია პანდემიისგან მიყენებულ ზარალს და ნავთობის კრიზისს ებრძვის. ქვეყნის ვალუტა მარტის შემდეგ მნიშვნელოვნად გაუფასურდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი კი ნიგერიის ეკონომიკის 5.4%-იან შემცირებას ვარაუდობს.

პროექტის წარმატებისთვის გადამამუშავებელმა ქარხანამ კარტელები უნდა ჩაანაცვლოს, რომლებიც ნიგერიის ნავთობის ისტორიაში 20 წელიწადზე მეტია არსებობს.

Bloomberg

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *