Apple-ი 2.5 მილიარდი დოლარით დააფინანსებს ხელმისაწვდომი საცხოვრებლების პროექტს

Apple-ი 2.5 მილიარდი დოლარით დააფინანსებს ხელმისაწვდომი საცხოვრებლების პროექტს

კომპანია Apple-ი 2.5 მილიარდი დოლარით დააფინანსებს ხელმისაწვდომი საცხოვრებლების პროექტს კალიფორნიაში. Apple-ი, ამ პროექტთან დაკავშირებით, თანამშრომლობს მთავრობასთან და კალიფორნიის გუბერნატორთან. საშუალოდ 50 მილლიონ დოლარი იხარჯება აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, დღესდღეობით დაახლოებით 130,000 ადამიანი ითვლება უსახლკაროდ კალიფორნიაში.

“ჩვენ ვგრძნობთ ღრმა სამოქალაქო პასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეების მიმართ. ხელმისაწვდომი საცხოვრებელი სახლი ნიშნავს სტაბილურობას და რაც უფრო მეტ ადამინას მიუწვდება ხელი, მით უფრო სასიამოვნოა ჩვენთვის. Apple- ი ვალდებულია იყოს ამ პროექტის ნაწილი”, – აცხადებს Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი.

აღნიშნული პრაქტიკა უკვე აპრობირებულია სხვა ამერიკული კომპანიების მიერ.

ამაზონმა და მაიკროსოფტმა უკვე გააკეთეს მსგავსი რამ ვაშინგტონში, მაიკროსოფტმა 500 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა სახლების ხელმისაწვდომობის ინიციატივა, ხოლო Amazon-მა  200-საწოლიანი თავშესაფრი გახსნა. Google-მა, ისევე როგორც Facebook-მა, 1 მილიარდი დოლარი გამოყო ანალოგიური პროექტისთვის.