თავდაპირველად, Apple-ი ინდური წარმოების iPhone Pro და Pro Max მოდელებს გამოუშვებს. Foxconn Technology Group-თან თანამშრომლობით, ამერიკული კომპანია მობილური მოწყობილობების აწყობას მიმდინარე წელს დაიწყებს. არსებული ცნობებით, ინდოეთში მდებარე ქარხანაში დასაქმებულთა გადამზადების პროცესი უკვე მიმდინარეობს.
ინდოეთში iPhone-ის წარმოების გაძლიერება Apple-სთვის დივერსიფიკაციის გეგმის ნაწილია. კომპანია iPhone-ების დიდ ნაწილს კვლავ ჩინეთში აწარმოებს, თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის დაძაბული ურთიერთობიდან გამომდინარე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ განვითარებაზე აქტიურად მუშაობს.
გავრცელებული ინფორმაციით, Pro ვერსიების დამზადებას უახლოეს პერიოდში ინდოეთში Apple-ის სხვა პარტნიორებიც, Pegatron Corp-ი და Tata Group-იც დაიწყებენ. იქიდან გამომდინარე, რომ ინდოეთში ძვირად ღირებულ მოდელებზე მოთხოვნა შედარებით დაბალია, Apple-ი ამ მოდელების უმრავლესობას ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აშშ-ში ექსპორტზე გაიტანს.
ამ გეგმის ფარგლებში, 2024 წლის ფისკალური წლის მონაცემებით, $14 მილიარდის ღირებულების iPhone-ები ააწყო, რაც კომპანიის გლობალური წარმოების 14%-ია. გასულ წელს, ქვეყანაში პირველი ორი მაღაზიის გასახსნელად, ინდოეთს Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკიც ეწვია. ინდოეთში წლიური გაყიდვები რეკორდულ $8 მილიარდს უახლოვდება.