Apple-ი მომხმარებელს სრულიად ახალი დიზაინის სმარტფონს წარუდგენს. კერძოდ, კომპანიამ დასაკეცი სმარტფონის პატენტი გააზიარა.
7 ივლისის დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი ინოვაციური სმარტფონის დიზაინი: სმარტფონის ეკრანს განიერი დისპლეი ექნება. ეკრანის გადაკეცვის შედეგად, ნავარაუდებია, რომ ერთი ნაწილი მეორეზე ოდნავ დიდი იქნება, რომლის ქვეშ ეკრანის მცირე ნაწილი მოთავსდება.
ეს მიდგომა განსხვავდება კონკურენტი კომპანიებისაგან: Samsung-ის მოდელი წიგნაკივით იკეცება და შეტყობინებებისთვის მცირე პანელი რჩება. Samsung-ის კიდევ ერთი მოდელი Motorola-ს მოდელის იდენტურია; ორივე სმარტფონი დასაკეცი ტელეფონების ორიგინალური ვერსიის თანამედროვე ვერსია გახლავთ.
Apple-ის პატენტი კი საშუალებას იძლევა რომ მომხმარებელს კამერასთან სმარტფონის გაუხსნელად ჰქონდეს წვდომა. Business Insider-ი აღნიშნავს, რომ დასაკეცი და დრეკადი ეკრანების თაობაზე ეს პატენტი პირველი სულაც არ არის, კომპანიას აქამდე მრავალ-ეკრანიან სმარტფონზეც უფიქრია.